ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ჯერ ისევ ლიდერები ვართ “

სამწუხაროდ, გუშინდელ მატჩში ბუფონს საკუთარი კარიდან ბურთის გამოღებამ მოუწია, “იუვენტუსის” მიერ გაწეულ შრომას შედეგი არ მოუტანია და “ბიანკონერებიც” მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. მიუხედავად დაკარგული ქულებისა, “ბებერი ქალბატონის” კარის დარაჯი მისი თანაგუნდელების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია და ფიქრობს, მთავარი მომავალზე ფიქრი და შეცდომებზე სწავლაა: ” აგრესიულები ვიყავით, ვცდილობდით, მიუხედავად კაცნაკლულობისა სტუმრები სახლში დამარცხებულები გაგვეშვა. დამწუხრებულები ვართ სამი ქულის დაკარგვის გამო, მას განსაკუთრებული ფასი ექნებოდა. რაც შეეხება პორტანოვას, ის თავით თამაშის ექსპერტია და სეზონში სამი-ოთხი ასეთი გოლი აცუილებლად გააქვს. პასიური ბურთები ხშირად თამაშის ბედს წყვეტენ ხოლმე. ცხადია, თერთმეტი კაცით მეტი შანსი გვექნებოდა, თუმცა ფეხბურთში მოულოდნელი რამ არ არსებობს. ჯერჯერობით კარგად გამოვიყურებით, ვფიქრობ, ჩვენ მიერ მოედანზე ნაჩვენები თამაში ღირსეულია. ამით ყველანი ვამაყობთ. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე გუნდის გვერდით ისევ ლიდერები ვართ. ამან მომავლისთვის უნდა შეგვაგულიანოს, დარწმუნებული ვარ, მეტ აგრესიას შეგვძენს. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

75 thoughts on “ბუფონი: ” ჯერ ისევ ლიდერები ვართ “

  1. david_david

    ჭეშმარიტი მწვრთნელობის შნო და ლაზათი, ტაქტიკური განსწავლულობის შარავანდი, მსოფლიოს მწვრთნელების დასთა დასის სხივი და სინათლე, მხსნელი, მესია და მისი უმაღლესობა კლაუდიო რანიერი

  2. ისე რანიერიმაც თუ არ გაამართლა ( რაც ეგრეც მოხდება, თუმცა გასპერინის მაინც აჯობებს ცოტათი) მერე ჰექტორ კუპერი ან ძოძუაშვილი მოიყვანონ და კი ჩაამთავრებენ სეზონს 15 ადგილზე :lool: :lool: :lool:

    JUVE CHEMPION…..! :forza: :forza:

  3. კატანიას მოვუგებთ და ვფიქრობ ზოგიერთ ფეხბურთელს დებიუტის შანსაც მისცემს კონტე. მერე მილანთან ნაღდად დაგვჭირდება ელიას და კვალის დახმარება. ამიტომ მინდოდა ელია მილანთან თამაშამდე გამოსულიყო მინდორზე და მზად ყოფილიყო უფრო რთული თამაშისთვის.

    მილანს მაინც მოვუგებთ, რანიერის ინტერზე არაფერს არ ვამბობ. :chuvak: :chuvak: :chuvak:

  4. პირიქით ბედნიერებაა რო კონტეს ამხელა არჩევანი აქვს, შარშან არ გახსოვთ კრასიჩს ალტერნატივა არ ქონდა და წელს იმდენი ფლანგის ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, რომ ზოგი ჯერ საქმეში არც კი ჩართულა.წინ გრძელი სეზონი გველის და ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.კატანიასთან ჯაკერინი უეჭველი ძირითადში დაიწყებს ასე მგონია :forza:

      1. hahahaaa მარტინესი სუ დამავიწყდა :) ალბათ იმიტომ რომ არაფერი არ უქნია. ან ტრავმა ქონდა ხოლმე ან ისე საშინლად თამაშობდა რო ივან კამპოს მაგონებდა თავისი “ტექნიკით” და “დრიბლინგით”

  5. პატო 4 კვირას იუქმებს, როგორ გამიტყდა, ტრავმებმა ვერ მისცეს ამ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელს მთლიანად გახსნის საშუალება, არადა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია მაგრად მევასება :euf: ჩვენთან ვერ ითამაშებს შესაბამისად..

  6. მე მაინც მჯერა რომ კრასიჩი ცენტრში მეტად პროდუქტიული იქნება, უბრალოდ სად გინდა დააყენო ცენტრში რა პოზიციაზე..გუშინ ერთი გარღვევა გააკეთა დელ პიეროს პასი მისცა, ოლდ ტრაფორდზეც ცენტრიდან უტევდა ძალიან მაგრად..ფლანგზე არ ყოფნის მოედნის ფართობი :D

  7. პირველზე და მეორეზე მილანი-იუვე გავლე.. ნაპოლის არ აქვს ჩემპიონობის რესურსი და ინტერს კიდე რანიერი ჩაუდგა სათავეში.. :lool: ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო :lool:

  8. კრასიჩის თავისი ცოდვები ეყოფა კიდე ნუ უმატებთ, გუშინ ყველა ჩაწოდება კარგად გამოუვიდა, მარა ეს “ყველა” ცოტა იყო პროსტა, ძირითადად იმიტო რო მოედნიდან გადადიოდა. პირისპირ საჭირო ტექნიკა უნდა თორე ახლო პასებსაც მშვენივრად აკეთებდა გუშინ, ცენტრში ამარაგებდა პირლოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.