ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება ( კეჰილი , როლანდო )

Calciomercato.it – სთან საუბარში , ფიფას აგენტმა პეპინო ტირიმ , ისაუბრა იმ მცველების შესახებ , რომლებიც სავარაუდოდ , ტურინის ” იუვენტუსში ” გააგრძელებენ კარიერას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . პირველ რიგში ,  საქმე ბოლტონის ფეხბურთელს , გარი კეჰილს ეხება : ” გარი ბრწყინვალე ფეხბურთელია , მაგრამ ტრანსფერზე საუბარი ჯერ ნაადრევია . ბებერი ქალბატონისთვის , ის იქნებოდა ყველაზე მისაღები კანდიდატურა ამ ეტაპზე . თავად ფეხბურთელი კი უკვე დღესვე არის მზად , კარიერის ტურინში გასაგრძელებლად “ .  ბიანკონერის დაინტერესების სფეროშია ასევე პორტუს ცენტრალური მცველი როლანდო . მიუხედავად იმისა , რომ მისით არა ერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული , 26 წლის პორტუგალიის ნაკრების წევრმა ,  ” პორტოში ” გადაწყვიტა დარჩენა : ” შესძლებს თუ არა პორტუგალიის დატოვებას როლანდო იანვარში ? ვნახოთ , დრო საკმაოდ მცირე რჩება . ამ ეტაპზე მისით ყველაზე მეტად ლონდონის ” ჩელსია ” დაინტერესებული . ბოაშს ბრწყინვალედ მოეხსენება როლანდოს დადებითი თვისებების შესახებ  “ .

წყარო : TuttomercatoWeb

4 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება ( კეჰილი , როლანდო )

  1. კონტე დაცვას მიხედე დაცვას)))))) დაცვა კი არა ერთი სუპერ კლასის თავდასხმელი რო გვჩირდება ეგრე არ გგონიათ ხალხნო? ტევესი მაგალითად

  2. :juvee: :juvee: ორივე ძალიან კარგი იგროკები არიან და ორივე ხელით მივესალმები მათ ტრანსფერებს-გარი კეჰილი???? ფანტასტიურ ფორმაშია, სწრაფია და მოედნის ფანტასტიური ხედვა აქვს, ხოლო როლანდო უბადლოა პოზიციის შერჩევისას-ეს ორი იგროკი+ტევესიტო და სკუდეტოზე ფიქრს რეალური საფუძველი ექნება!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  3. es araსწორია, ბონუჩის რა ნამუსით უნდა მოთხოვო კაი თამაში ან ბარძალის როცა უკვე იწყებ შემცვლელის ძიებას
    აცადე ზამთრამდე რა იცი რს შვება, და თუ ვერ გაამართლა მერე ეძიე შემცვლელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.