ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“უდინეზე” 0 – 0 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6.5 – დამაჯერებლად იცავს კარს, დროულად რეაგირებს ისლას თავურ დარტყმაზე.მატჩის მეორე ნახევარში ბურთის თამაშში შეყვანას ზედმეტად ჩქარობს.

ბარძალი 6.5 – “იუვენტუსის” ერთადერთი მცველი, რომელსაც ყვითელი ბარათი არ მიუღია.კონტრშეტევების დროს უშეცდომოა.არ ივიწყებს არც Fair Play – ს შესახებ.“მცველს ყვითელი ბარათების მიღების გამო არასდროს ადანაშაულებენ” – ხუმრობს მატჩის შემდეგ.

ბონუჩი 7 – თამაშობს ელეგანტურად, ტექნიკურად და დამაჯერებლად.მთლიანად კეტავს დი ნატალეს.ყოველთვის რჩება ბოლო მცველად და საბედნიეროდ, უშეცდომოა.სეზონის დასაწყისთან შედარებით სრულიად განსხვავებული თამაში აჩვენა.

კიელინი 6 – მატჩის დასაწყისში უშვებს შეცდომას, რომელსაც ისლას კარში დარტყმა მოჰყვა.ამის შემდეგ უშეცდომოა.”მაიკონისა და რობერტო კარლოსის წინააღმდეგ უხეშობა არ გამომდის” – ხუმრობს ჯორჯო, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში მშობლიურ პოზიციაზე ასპარეზობდა.

ლიხტშტაინერი 5.5 – დაბნეულია და არმეროს წინააღმდეგ თამაში უჭირს.მოხერხებული შვეიცარიელი გუშინ არც ისე ძლიერად გამოიყურებოდა.

ვიდალი 5.5 – როგორც ყოველთვის ბევრს მუშაობს, მაგრამ პრობლემები ექმნება.ხშირად იღებს ბურთს, მაგრამ უშვებს შეცდომებს.თამაშის წესის დარღვევის გამო იღებს ყვითელ ბარათს.

პირლო 6 – პირველ ტაიმში აქტიურია, მაგრამ მეორე ნახევარში პასიურად გამოიყურება, რის გამოც უბრალოდ ასრულებს მატჩს.

მარკიზიო 6 – უტევს, ამავდროულად კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.კარში დარტყმები არ გამოუვიდა.გასულ თვეში უკეთ გამოიყურებოდა.

ესტიგარიბია 5.5 – კარგი გადაცემა მარკიზიოზე, მაგრამ მატჩის დასასრულს უშვებს შეცდომას, რომელსაც “უდინეზეს” სახიფათო კონტრშეტევა მოჰყვა.შეხვედრის შუა ნაწილში ძალიან პასიურია.

დე ჩელიე ( 90 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

პეპე 6 – ბევრს ცდილობს, მაგრამ დაღლილობის გამო მოედანს ტოვებს.

დელ პიერო ( 81 – ე წუთიდან ) 6 – ორი კარგი გადაცემა პარტნიორებზე.

მატრი 5 – ბურთის კონტროლი ძალიან გაუჭირდა.

კვალიარელა ( 71 – ე წუთიდან ) 6 – გამოიყურება უფრო აგრესიულად.

კონტე – 6.

10 thoughts on ““უდინეზე” 0 – 0 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. აგრესიული თავდამსხმელი გვინდაა….მატრი ფერნანდო ტორესს მაგონებს…როცა გაუსწორდება მასჰინ იტანს…ქალიშვილივითაა…თავს უფრთხილდება…

  2. სწორი შეფასებებია, ხო ბონუჩიც ამართლებს კონტეს ნდობას და ორივემ ისე ამოქაჩეს სეიძლება კიელინი დასვან სკამზე :chuvak: :lool:
    მოკლედ დაცვა ასე ადვილად არ კეთდება, უფროდაუფრო მოუმატებენ და ლიგისთვის კარგად შეეწყობიან ერთმანეთს
    ამ გუნდს აკლია ჯოვინკო და შეთამაშება ეს ორივე თუ იქნება ამ გუნდს ვერავინ ვერ გააჩერებს
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.