ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამაური: ” “ჯენოას” წინადადებაზე უარი არ მითქვამს”

ჯერ კიდევ “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი ამაური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან “ჯენოას” შემოთავაზება უარით გაისტუმრა.  მოგეხსენებათ, რომ გენუური კლუბი თავიდან მართლაც გამოხატავდა ინტერესს იტალო-ბრაზილიელი თავდამსხმელის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ “ჯენოას” ხელმძღვანელობამ ალბერტო ჯილარდინოს გაფორმება გადაწყვიტა:“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე “ჯენოას” წინადადებაზე უარი ვთქვი, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კლუბი მომწონს. იანავრში  აუცილებლად წავალ ისეთ კლუბში, სადაც თამაშის საშუალება მომეცემა. 31 წლის ასაკში გაფორმებული კონტრაქტი შესაძლოა ჩემთვის ბოლოც კი აღმოჩნდეს, ამიტომ მსურს, 3-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. წინა შემოთავაზებებზე უარი სწორედ ამიტომ განვაცხადე. ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობას კიდევ 3 წლის მანძილზე შევძლებ.” – განაცხადა ამაურიმ.

წყარო: Football-Italia

11 thoughts on “ამაური: ” “ჯენოას” წინადადებაზე უარი არ მითქვამს”

    1. ხელფასს არ აძლევს პარმა და იმიტომ, თან ფლოკარიც დაიმატეს იმათ ზაფხულს..ვინ მისცემს საშუალო დონის გუნდში 2.4 მილიონს :blin:

  1. წადი წადი წადი წადი ! ჯენოას შენნაირი უსაქმურო ფეხბურთელი არ სჭირდება, ჯილარდინო დაიმატა, ნამდვილი ფორვარდი..იმედია წახვალ სადმე :mad:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.