ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბორიელოს პრეზენტაცია 1 იანვარს იგეგმება

Tuttojuve – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკო ბორიელოს ბიანკონერებში ტრანსფერთან დაკავშირებით ტურინის “იუვენტუსისა” და დედაქალაქური “რომას” წარმომადგენლებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.”ჯენოასა” და “მილანის” ყოფილი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე იშვიათად გამოდიოდა, რამაც იტალიელს რომის დატოვება გადააწყვეტინა.ფეხბურთელისადმი ინტერესს “მარსელი” და “ტოტენჰემი” იჩენდნენ, მაგრამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი თავად მარკოს სურვილმა ითამაშა.როგორს სჩანს, ბორიელოს ძალიან სურს, რაც შეიძლება მალე მოირგოს შავ-თეთრი ფორმა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშოს.ამავე წყაროს მტკიცებით, 29 წლის ფორვარდის ტურინში ჩამოსვლა და მისი პრეზენტაცია ზეგ, 1 იანვარს იგეგმება.რაც შეეხება “ჯილიაროსის” კიდევ ერთ ფეხბურთელს, დევიდე პიზაროს, “რომასთან” დატოვებასთან ისიც ახლოსაა, მაგრამ გადაწყვეტს თუ არა მის დამატებას ჯუზეპე მაროტა, ჯერჯერობით გაურკვეველია.

წყარო : Tuttojuve

26 thoughts on “ბორიელოს პრეზენტაცია 1 იანვარს იგეგმება

  1. აუ ბელამი რა მხეცია, ერთერთი არიტალიელი რომლიც ძალიან მინდოდა იუვეში :love:
    ბორიელპმ მაქსიმალურად უნდა მოინდომოს რო სასტავში მოხვდეს და თუ მოხვდა მერე კი იშვებს :yeah:
    :italy:

  2. რატომღაც მგონია რო გაამართლებს ეს ტრანსფერი. მიდი მარკო ოდესმე ხო უნდა ითამაშო წესიერად ფეხბურთი და ახლა გაქვს შანსი :juvee: :juvee: :juvee:

  3. NEDVEDA11..
    ბორიელო უფრო მატრი კონკურენტია, მირკო ფლანგიდან უტევს კვალი სიღრმიდან, ამიტო ამათ შორის არ მგონია რო სულ ერთი სასტავში იყოს და მეორე სკამზე, ხან ერთი იქნება ხან მეორე

    1. ასე ეგრევე მისულს და უთამასებელს კონტე ეგრევე ძირითადში
      რო არ დააყენებს ხო ფაქტია.

      სასწაულად უნდა მოინდომოს რო მატრი ან თუნდაც ვუჩინიჩი ამოაგდოს.
      ის ორი კიდე უფრო მოუმატებს და… )))
      სკამზე მოუწევს ყოფნა

  4. კაია :vashaa: მომწონს ასეთი ფეხბურთელები რომლებიც გუნდს აფასებენ და ტოტენჰმს და თუნდაც რომას იუვეს არ ადარებს, ერთი კაცისგან განსხვავებით :lool:
    გაუჭირდებათ მატრის და მარკოს ერთმანეთისთვის რამის დათმობა, მე არ გამიკვირდება რო ბორიალამ აჯობოს :chuvak:
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.