ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მელო: ” “იუვენტუსში” დაბრუნება არ მსურს “

“იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი “გალათასარაის” რიგებში მოთამაშე ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, ფელიპე მელო, ტურინულ გრანდში დაბრუნებას გამორიცხავს და თურქეთში დარჩენის უდიდეს სურვილსაც გამოთქვამს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი სტამბულში არენდის წესით ასპარეზობს და მისი უფლებათა პაკეტის გამოსასყიდი თანხა 13 მილიონ ევროს შეადგენს:“მაყურებელი მომავალში “იუვენტუსის” მაისურით ვეღარ მნახავს, რადგან ეს თითქმის შეუძლებელია, უკან დაბრუნება არ მსურს. ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიღებდი გუნდისთვის, მაგრამ ფანები მაინც მაკრიტიკებდნენ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელი იყო. “გალათასარაიში” დარჩენა მინდა. მიყვარს ეს გუნდი და მისი ფანები. სტამბული  თანამედროვე და ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ.” – განაცხადა მელომ.

წყარო: Football-Italia

15 thoughts on “მელო: ” “იუვენტუსში” დაბრუნება არ მსურს “

  1. ამას მოუწევს იუვეში დაბრუნება, რადგან ამაში 13 მილიონს არ გადაიხდიან, ხოდა მერე ეცდება იუვე სხვაგან გაანატხოვროს ან ვაფშე გაყიდოს

  2. ძალიან მაგარი კაცი!
    ერთადერთი კონტესგან ეს მაქვს ყელში.

    ტიპი წინა წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, ერთ-ერთს აღარ ვიტყვი – საუკეთესო და გაუშვეს…
    რავიცი, შეილება მე ვიყავი მელოზე შეყვარებული,მარა მეტს თუ არა ვიდალზე ნაკლებს არ აკეთებდა გუნდში

    1. გააგდეს და რატო დაბრუნდეს?
      თხოვოს ახლა და დაუჩოქოს???
      მართლა ყველაფერს აკეთებდა იუვეში და ეტყობოდა რო უყვარდა.
      მარა…

      იტოკში, რესფექთ ფელიპე,
      წარმატებები :juvee:

  3. ნუ ყოველ შემთხვევაში, იმ ფეხბურთელების კომენტარებს ჯობია, რო ნახეს წელს იუვე ფორმაში როა და ეხლა რო გაგრანდდა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.