ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა სატრანსფერო პერიპეტიებზე

სატრანსფერო ციებ-ცხელება არ წყდება. ჟურნალისტების ინტერესი “იუვენტუსის” მაღალჩინოსანთა გეგმების შესახებ სულ უფრო და უფრო იზრდება. გარდა ამისა ცხელი განხილვის თემაა “იუვენტუსის” ახალწვეულის საწინააღმდეგოდ მიმართული ტურინელ გულშემატკივართა აქციები. იტალიური გამოცემები ფანების მიერ “ლეჩესთან” მატჩში გამოქვეყნებულ ბანერზე ბეპეს  კომენტარითაც დაინტერესდნენ: “ ამ ბანერმა ძალიან გამაკვირვა, ამ საკითხზე იმავეს ვიტყვი, რაც კონტემ. იმ ფეხბურთელს “იუვენტუსი” არასდროს გაიფორმებდა, რომელმაც უწინ უარი უთხრა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამის საშუალება მოგვეცა, უწინ “მილანი” მის “რომაში” განათხოვრებას არჩევდა, რადგან შემდეგ ამის სურვილის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვის გარანტია ჰქონოდა. სატრანსფერო პერსპექტივებს თვალს ვადევნებთ, გვსურს გუნდის ხარისხი გავზარდოთ, თუმცა სწორი ფინანსური პოლიტიკით. ბორიელოს გარდა, ახლა არაფერი კონრეტული არ ხდება. რაც შეეხება ტევესს, არგენტინელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მისით არც აქამდე ვინტერესდებოდით და არც მომავალში გამოვიჩენთ ყურადღებას. კრასიჩი? მასზე შემოთავაზებები არ გვაქვს და სერბი “იუვენტუსში” რჩება. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

4 thoughts on “მაროტა სატრანსფერო პერიპეტიებზე

  1. მოგესალმებით იუვეს ტიფოზებო. მეც მაგარი მინდა კრასიჩი რომ გუნდშჰი დარჩეს. ამ ფანებს კიდე ბორიელოსთან რა უნდათ არ ვიცი.

  2. ამ ფანებს მაგრად აჟრიალებთ

    ელიამ ერთი ინტერვიუთი გაანადგურა 115 წლიანი სუპერ ისტორია

    ჰამბურგს შეგვადარა და არსენალი საერთოდ გრანდიაო ამათთან შედარებითო :lool:

    და “ტიფოზერია” კიდე ბორიელოს უსტვენს აქაოდა იუვე იუარაო 5 წლის წინ :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.