ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “პაოლოს ტურინში დარჩენა სურს”

ბოლო დღეებია იტალიური პრესა პაოლო დე ჩელიეს “რომასა” და “მილანს” უკავშირებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს ტურინში დარჩენა სურს.ახალგაზრდა მცველი ბიანკონერების აღზრდილია და მის კონტრაქტს 2013 წლამდე აქვს ვადა.რადიო სპორტივასთან” საუბარში დე ჩელიეს აგენტი, კარლო პალავიჩინი მოთამაშის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს : “ანტონიო კონტე პაოლოს ენდობა და დე ჩელიე “იუვენტუსიდან” წასვლას არ აპირებს.იმედი მაქვს, ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი.მოთამაშეს აქვს სურვილი ტურინში დარჩეს და ითამაშოს.პაოლო გუნდის განკარგულებაში იმყოფება და ვფიქრობ, რომ სირთულეებს არ გადავაწყდებით.”

წყარო : Tuttojuve

10 thoughts on “აგენტი : “პაოლოს ტურინში დარჩენა სურს”

  1. რაღაც ერთ დონეზე დადგა ეს და ვერა და ვერ მოუმატა, არენდა შეილება ცოტა დაბალ გუნდში რო უფრო მეტი სათამაშო დრო ქონდეს თორე ვარჯიშებზე გამოცდილებას ვერ მიიღებს!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.