ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონში უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლას აპირებს.ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა “ატალანტასთან” მატჩამდე გამართულ პრესკომფერენციაზე ისაუბრა : “იტალიის ჩემპიონატში განაღდებული მესამე ადგილი რომ შემომთავაზონ, არ დავთანხმდები.აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო.სეზონის დააწყისში საკუთარი თავისთვის მინიმალური მიზნები არ დამისახავს, მხოლოდ მაქსიმუმი მსურს.”

“ახლა “იუვენტუსი” ცხრილის სათავეში იმყოფება, ამის ძირითადი მიზეზი კი მუხლჩაუხრელად შრომა, ენთუზიაზმი და გამარჯვებისკენ სწრაფვაა.ჩემ მიერ შერჩეულ თითოეულ ფეხბურთელს ვენდობი, წინ ნახევარი სეზონია და ამ დროის მანძილზე ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია.ეს ადვილი სულაც არ იქნება.”

“ატალანტა ? – სერია A – ს პირველ წრეში მათ 26 ქულას მოუყარეს თავი, მშვენიერი შედეგია.გარდა ამისა, მათ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავთ – სტეფანო კოლანტუოლო.მიუხედავათ სირთულეებისა, ბერგამოელები ნებისმიერ მატჩში ბოლომდე იბრძვიან და ხასიათით თამაშობენ.ვფიქრობ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ აპლოდისმენტებს.ამ კლუბში მუშაობის გამოცდილებამ ძალიან ბევრი მასწავლა, ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ.ბორიელო ? – ის მთელი კვირის მანძილზე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.მარკომ დაგვანახა, რომ მასზე ნდობა შეიძლება, ეს ძალიან მახარებს.იგი ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩადგეს, ამისთვის მუშაობაა საჭირო.გუნდის მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებელი ტრანსფერები ? – თითოეულ ნაბიჯს ისე ვდგამთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.ნორმალურია, ფეხბურთელი, რომელიც არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, მის უკმაყოფილებას კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე წარმოთქვამს.კლუბს წარვუდგინე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ამ სეზონში მჭირდება, შესაძლოა, ჩემი ყველა მოთხოვნა არც კი დაკმაყოფილდეს.” – ციტირებს ანტონიო კონტეს სიტყვებს Football Italia.

წყარო : Football Italia

315 thoughts on “კონტე : “საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ”

    1. ალბათ კონტეს ტექნიკური ფეხბურთელები არ ევასება უფრო სოფლელებია მისი მუღამი. მარა პეპე მაინც ზი ბესტია :yes: ……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
      ………………………………………………………………
      ……………………………………………………………………………..

      ………………………………………………………….
      …………………………………………………………
      ………………………………………………………

      …………………………………………………………………………………
      …………………………………………………………………………….
      ………………………………………………………………………
      …………………………………………………………….
      …………………………………………………………
      ………………………………………………………………………
      ………………………………………….. :blin:

    1. არაფერი ნერვებზე მოქმედებდსო. ალბათ რარაც თქვა. ისე მაგას მიყავს ჩვენი მათცები სულ. კაკაბაძემ წაიყვანოს კაი იქნება ეგ იუვეს ფანია

      1. ხო კაკაბაძეს კარგად მიყავს და ვახო რო ყავდათ მაგასაც კარგად მიყავდა
        კაი შევეშვათ კომენტატორებზე ლაპარაკს თუარა წაგვიშლიან კომენტარებს :givi:
        :italy: :achuu:

    1. ალბათ სხვა საიტზე წავიკიტხე ისე იმას მაგრა უყვარს იუვეზე კბენა . მაგას იქნება გავხევ ნაცემი იუვეს ფანების ნერვებზე რო თამაშობს

    1. მთავარი ადმინი სკაიპში ძალიან იშვიათადაა, მაგრამ ხშირად ამოწმებს ფოსტას. ზემოთ მარჯვენა კუთხეში “contact us” გამოიყენე.

      1. ნუ პრინციპში სულ მტავარიც არ მჭირდება(ბანერი და რეკლამ არ მინდა :D).. უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ადმინი მინდა, რაღაც უნდა ვუთხრა :D

        1. purposefulpawn ეს ჩემი სკაიპია მარა ყველანაირად ჯობია მეილზე მოგვწერო, რაც არ უნდა გაინტერესებდეს : )

  1. პიანიჩმა ჯერ ანტონიოლის მიამტვრია ხელები და მერე ბადე გახვრიტა :chuvak:
    კაი რომა გაძლიერდა და უფრო დაიძაბება სერია -ა
    :italy: :achuu: :yeah: :boli:

  2. რომა 4-1 საღოლ :lool:
    ხვალ მგონი პალერმო მოუგებს ჯენოას დროა მოიგოს ჩმორი ძამპარინის გუნდმა :lool: უდინეზეც მოიგებს პირველი ტაიმიდანვე :chuvak:
    ნეტა ეს ატალანტა გავანადგუროთ რა ! დიდი ანგარიში მომენატრა

  3. დღეს ძალიან რთული თამაში გვაქვს,აუცილებლად უნდა მოვიგოთ რო ზამთრის ჩემპიონები გავხდეთ, ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იქნება გუნდისთვის… ფორცა იუვეეეეეეეეეეეეე!!!

  4. juventino ჩვენთან ნოლები არიან რავი რასაც ვუყურე წინა თამაშს დიდი ვარაფერ საფრთხეს ქმნიდნენ უბრალოდ გაუარდა დე როსის გოლი ეგ იყო და ეგა :forza:

  5. gio_juventino

    აბა რაა…

    ბიძაშვილი მყავს ირაკლი, ბენზეში ცხოვრობს…

    შენ გრიბოედოვის დასაწყიში ცხოვრობ ხო? პირველივე ხუთიანში თუ გვერდით არკიანი სახლი რომაა იქ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.