ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე …

აპენინებზე , ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება . ბიანკონერიმ საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა ეს პერიოდი და გუნდი ფორვარდით და უნივერსალი მცველით გააძლიერა . საუბარია მარკო ბორიელოზე და მარტინ კასერესზე . თუმცა , ანტონიო კონტეს სურდა შუა ხაზის გაძლიერებაც და სწორედ ამიტომ ჯუზეპე მაროტა რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობდა . სათადარიგო ვარიანტად ფლორენციული ” ფიორენტინას ” ნახევარმცველი , ბეჰრამი სახელდებოდა . დღეს დილით , ამ ორი ფეხბურთელის საფეხბურთო აგენტმა , ყველაფერს ნათელი მოჰფინა : ” ბიანკონერი მაქსიმალურად ცდილობდა რაჯას გაფორმებას , თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ” კალიარის ” მხარი დავიჭირეთ , რადგან რაჯას ასეთი ფორმით  სურდა მადლობის გადახდა პრეზიდენტისთვის , რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ ბევრი მისცა . რაც შეეხება ბეჰრამის , ამ ფეხბურთელთანაც იდენტური სიტუაციაა “ . იტალიური პრესის ინფორმაციით კი , სულ ცოტახნის წინ ჯუზეპე მაროტამ სიმონე პადოინი , ბერგამოს ” ატალანტას ” შუახაზელი გაიფორმა , რაც ჟურნალისტებთან საუბარშიც დაადასტურა . უფრო დეტალურად ამ გარიგების შესახებ ოდნავ მოგვიანებით გაცნობებთ . სტატიის დასასრულს კი გეტყვით იმას , რომ გუნდისთვის ფაქტიურად დასრულდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა , ერთადერთი რაც შეიძლება ბოლო წუთებში განხორციელდეს , არის ის რომ  შესაძლოა კლუბი ფაბიო გროსომ , ვინჩენცო იაკინტამ და მილოშ კრასიჩმა დატოვონ .

წყარო : tuttosport

30 thoughts on “ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე …

        1. არა ძმა მიკელე პადოვანი იუვეში ვიალი, რავანელი პერუცი, კონტეს დროს თამაშობდა ეს კი პადოინია შეიძლება გაიხუმრე კიდევაც.

  1. d a v i d
    რა მეტყობა არასერიოზულობის? :chuvak:
    ხო რავიცი მე ძან მომწონს, უძლიერესია ისედაც და ასედაც
    მებრძოლი და დაუღლელი
    :italy: :achuu: :italy:

  2. არც გუარინი და არც რაჯა, ბეჰრამიზე იჩალიჩონ ზაფხულში ორივეს ერთად ჯობია
    თუარადა დააყენოს მარონე უძლიერესი იზრდება

  3. იაკინტა ჩეზენაში გადავიდა მგონი. არა მგონია კრასიჩი წავიდეს, არა ისე პრინციპში კასერესის მოსვლა მარცხენა ფლანგზე რეზერვის შექმნასაც ნიშნავს და ალბათ კრასიჩსაც გაანათხოვრებენ. იმედია ლაციოში არა.
    პადოინის თამაში არ მინახია და ვერაფერს ვიტყვი.ნაინგოლანს რომ არ ჯობია ფაქტია.

  4. საერთოდ არაა საჭირო ნაინგოლანი ჩემი აზრით…
    ნახევარდაცვა საკმაოზე ძლიერი გვყავს…
    პირლო, მარკიზიო, ვიდალი, პეპე, მარონე, ჯაკერინი, პაციენცა, კრასიჩი, ელია, ესტიგარიბია და მოკლედ ესენი გამოიყენოს ჯობს, ვისც არ ეძლევა შანსი…
    გამომდინარე იქედან რომ უნივერსალი კასერესი დავიმატეთ ეხლა ამ გუნდს ჭირდება მაღალი დონის შემსრულებელი თავმდამსხმელი…

    PS. ვისაც გძალგიძთ საიტზე შეამდგენლობიდან ამოიღეთ ტონი (სამწუხაროდ), მოტა, ამაური (საბედნიეროდ)

  5. არა ძმაო ეხა ხო კარგი მარა მერე ლიგაზე რო ვითამაშებთ მერე უეჭველი უნდა იყიდონ ტოპ კლასის მინიმუმ ორი ფეხბრთელი თორე ასე შორს ვერ წავალთ. ეხა ძაანა კაი სასტავი გვყავს მარა გვინდა ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც ლიგაზე ნათამაშევი აქვთ^ და ლიგა მათვის უცხო არაა :chuvak:

  6. არ მომწონს ამ პადოინის ტრანსფეი… დღეს კუალია დაბადების დღეა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ როგორც საფეხბურთო მოედანზე ასევე მის მიღმა..

  7. როსიმ ისეთი ტრავმა მიიღო , უახლოეს ეტაპზე მისი ყიდვისგან თAვი უნდა შეიკავონ .

    პადოინი რეზერვისთვის მოჰყავს კონტეს . აწი მარონეზე გააკეთებს აქცენტს რადგან ნაინგოლანი ვერ დაიმატეს

  8. იაკინტა აუცილებლად წავა.. მაგაზე ტავს დავდებ.. აი გროსოც უნდა წავიდეს.. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ კონტე არ ენდობა.

    კრასიჩზე არ ვიცი რა ვთქვა.. მიუხედავად იმისა რომ ეგ ფეხბურთელი მაინც და მაინც არ მომწონს, ნამდვილად შეიძლება სერბის გამოყენება და სარგებლის მიღება

  9. “შესაძლოა კლუბი ფაბიო გროსომ , ვინჩენცო იაკინტამ და მილოშ კრასიჩმა დატოვონ”
    სამივე გასაშვებია.
    ჯუზეპე როსის არავინ ახსენებს. არადა, მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. სამომავლოდ. ჯერ ტრამვირებულია, თუ არ ვცდები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.