ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი : “მეოთხე ნომრით თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა”

შედარებები მარტინ კასერესს არ აშინებს.ჩირო ფერარას “იუვენტუსში” ასპარეზობისას ურუგვაელი მცველი მეორე ნომრით გამოდიოდა, ამჯერად კი კასერესს 4 ნომერი ერგო.ბუნებრივია, ამ ციფრის ხსენებისას ნებისმიერ გულშემატკივარს ერთ-ერთი ლეგენდის, პაოლო მონტეროს მიერ ჩატარებული შესანიშნავი მატჩები გაახსენდება.დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე ამ თემაზე თავად კასერესმა ისაუბრა : “პაოლო ბიანკონერების მაისურს წლების განმავლობაში, წარმატებით ატარებდა.დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველაფერს გავიღებ ვიასპარეზო ისე, როგორც მონტერო ასპარეზობდა.ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

მარტინ კასერესი ბებერ ქალბატონში წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნდა.ამ პერიოდში შეიცვალა როგორც ურუგვაელი მცველი, ისე ტურინული გრანდი.კლუბსა და ფეხბურთელს ახლა გამარჯვებისადმი სწრაფვა აერთიანებთ : “იმ იუვესგან, რომელშიც პირველი სეზონი ჩავატარე, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი შემორჩა.ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ.გუნდთან ერთად უკვე რამდენიმეჯერ ვივარჯიშე და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი.ჩემი პოზიცია ? – დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ ბუნებრივია, უპირატესობას ცენტრალურ ზონას ვანიჭებ, ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.ჩემი მიზანია გუნდს საკუთარი თავი დადებითი თვისებებით წარმოვუჩინო.”


წყარო : Juventus.com


18 thoughts on “კასერესი : “მეოთხე ნომრით თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა”

  1. რა დროს პაოლო მონტეროა, 4 ნომრით ფილიპე მელო ასპარეზობდა :D ;D ეს ისე ხუმრობით. სხვათაშორის მელომ დღეს გოლი გაიტანა. პენალტით :)

  2. რაგაც არ მგონია გაამატლოს,კარგი კი არის მაგრამ ტუ მოერგო ჩვენ სქემას რაააა,თუ ჩაჯდა და ააწკო ტამაში მაგარი ნიჩიერიაა

  3. დრეს სამი თამაში უკვე გადაიდო და შეიძლება სხვებიც არ ჩატარდეს. ასე რომ, ტური სანახევროდ ჩაიშალა.
    კასერესზე ახალი რა ვთქვათ? კარგი მოთამაშეა და გამოგვადგება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.