ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალიმ “იუვეს” ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა

კონტემ ანდრეა ბარძალი არც გუშინდელ შეხვედრაში დაასვენა, რითაც იტალიელმა მცველმა კიდევ 90 წუთი მიუმატა აქამდე “ბიანკონერების” რიგებში ჩატარებულ მატჩებს. მარტინ კასერესის მოსვლას ზოგი ბარძალის დასვენების წინაპირობად მიიჩნევდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთავარ მწვრთნელს სხვა აზრები ჰქონდა: ურუგვაელი კონტემ ფლანგზე გამოიყენა, ცენტრში კი ბონუჩი-ბარძალის დუეტი ირჯებოდა. “ვოლფსბურგის” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსში” უკვე 21 “სერია ა”-ს და სამი იტალიის თასის შეხვედრა ითამაშა, ანუ გუნდის მიერ გამართულ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულში 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ სტატისტიკით მეორე პოზიციას 22 გამართული შეხვედრით შტეფან ლიხტშტაინერი, ანდრეა პირლო და ჯიორჯიო კიელინი იყოფენ.

წყარო: football italia

14 thoughts on “ბარძალიმ “იუვეს” ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა

  1. ყოჩაღ ბარძალის, მართლა მაგარი მცველია, მე გუშინ მარტო პირველი ტაიმი ვნახე, მაგრამ იქვე ეტყობოდა რომ მილანს მეორე ტაიმში ძალიან გაუჭირდებოდა, რასაც ქვია გუდავდა იუვე, ჩანასახშივე უსპობდნენ შეტევის სურვილს, ეგ კი არა, გუშინ ტელეტექსტზე გაეძრო მგონი ვიარეჯოს თასის თამაშების შედეგები და ადმინებს ვთხოვ, იქნებ მოიძიონ ინფორმაცია, იუვეს პრიმავერას ქონდა რაღაც თამაშები მოგებული

  2. ეს კაცი არის უდიდსი აღმოჩენა, მე თავიდან მახსოვს ეს კარგი იყო, მარა მერე ყველსათვის გასაკვირვად ვოლფსბურგში გადავიდა და დაიკარგა, ეხლა კიდე არ ვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მარა ამ ფორმით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიოში პირველია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.