ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მილანი” – “იუვენტუსს” პაოლო ტალიავენტო განსჯის

სერია A -ს 25 ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან, პაოლო ტალიავენტო განსჯის.ბიანკონერებსა და როსონერის შორის გამართულ შეხვედრებში წარმოშობით ტერნიდან მყოფ მსაჯს აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა, ეს მისთვის სადებიუტო მატჩია.აქვე გეტყვით, რომ ბებერი ქალბატონის თამაშებში ტალიავენტოს სულ 15 – ჯერ უმსაჯია, მათ შორის სერია A – ში, სერია B – ში და იტალიის თასზე.საერთო ჯამში, ტურინელებმა 6 – ჯერ მოიგეს, 6 – ჯერ წააგეს და სამჯერ მეტოქესთან გაიყვეს ქულები.მიმდინარე სეზონში ტალიავენტოს “ანგარიშზე” ორი ფრეა, გასვლითი მატჩი “ნაპოლისთან” ( 3-3 ) ნეაპოლში  და “უდინეზესთან” უდინეში ( 0-0 ).მეოთხე მსაჯი დი ლიბერატორე იქნება, ხაზზე მსაჯები კი რომანიოლი და რიცოლი.

წყარო : Juventus.com

10 thoughts on ““მილანი” – “იუვენტუსს” პაოლო ტალიავენტო განსჯის

    1. უდინეზეს ორიანი გამიკვირდა სახლში ნიჩია გააგორა და გასვლას იგებს საღოლ მაგარია :italy: იმედია მალე დავახევთ გერმანელებს ქულებს და ლიგაზე ისევ 4 გუნდით გავალთ :italy:

  1. დათო კოვძირიძეს ეკუთვნის ეს სტატია… თუ გაგიჩნდათ სურვილი დადეთ საიტზე, თუ არა იდოს კომენტარად…

    პა­სი ფეხ­ბურ­თის კარ­კა­სია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კარ­კა­სი.

    ეს არის ფეხ­ბურ­თის შე­მად­გე­ნე­ლი ის იშ­ვი­ა­თი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოც­ლი­ლია ბუ­ნებ­რი­ვი იმ­პულ­სე­ბის­გან და ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

    წარ­მო­იდ­გი­ნეთ – ბურ­თით მირ­ბი­ხარ, მცვე­ლე­ბი დაგ­დე­ვენ და შენ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აკონ­ტრო­ლო – წინ, უკან, მარ­ცხნივ, მარ­ჯვნივ. თან ბურ­თი არ უნ­და გა­გე­პა­როს. პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და და­აკ­ვირ­დე თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას, ვინ სა­ი­დან იხ­სნე­ბა, რა სის­წრა­ფით გარ­ბის, თა­მაშ­გა­რე­ში ხომ არაა, მცვე­ლი ხო არ ას­წრებს და­კეტ­ვას, რა სიმ­ძლავ­რით უნ­და და­არ­ტყა, რომ პა­სი სა­ჭი­რო ად­გი­ლას დახ­ვდეს. ეს წა­მებ­ში ხდე­ბა და ამ წა­მებ­ში ტვი­ნი აუ­რაც­ხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს – სწო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად კეთ­დე­ბა პა­სი. სწრა­ფად მო­მუ­შა­ვე ტვი­ნი კარ­გი პა­სის გა­რან­ტი­აა და თუ შემ­ტევ­თა ჯა­მუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი დაც­ვა­ში მყოფ­თა ინ­ტე­ლექ­ტზე მა­ღა­ლია, მა­შინ პა­სი ყვე­ლა­ზე თავ­ხე­დი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი­ვით ყველ­გან ძვრე­ბა. და იბა­დე­ბა გო­ლი.

    რაც უფ­რო ზუს­ტი, ბევ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­ცე­მა კეთ­დე­ბა, მით უფ­რო მყა­რია კარ­კა­სი. და რაც უფ­რო მყა­რია კარ­კა­სი, მით უფ­რო ძლი­ე­რია გუნ­დი. მარ­ტი­ვია – ზუს­ტი პა­სი ბურთს შენ­თან უფ­რო დიდ­ხანს ტო­ვებს. ხო­ლო თუ იო­ჰან კრუ­ი­ფის ფი­ლო­სო­ფი­ას ვენ­დო­ბით, ფეხ­ბურ­თში მთა­ვა­რი სწო­რედ ეს, ბურ­თის ფლო­ბა გახ­ლავთ. ფაქ­ტი კამპ ნო­უ­ზეა.

    თუმ­ცა პასს მე­ო­რე ბო­ლოც აქვს და რო­გორც კარგ მთქმელს უნ­და კაი გამ­გო­ნი, ისე კარ­გი პა­სის მიმ­ცემს უნ­და შე­სა­ბა­მი­სი მიმ­ღე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კომ­ბი­ნა­ცია იშ­ლე­ბა და აღებ-მი­ცე­მო­ბას სხვა იწ­ყებს. ამ ორ წერ­ტილს შო­რის (ავ­ტო­რი და ად­რე­სა­ტი) კი ფეხ­ბურ­თის მთე­ლი დე­და­აზ­რი დევს: 11 კა­ცის ერთ ენა­ზე ლა­პა­რა­კი. რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს. რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ. ეს ჰარ­მო­ნია მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თში არაა მთა­ვა­რი. უა­მი­სოდ არც მუ­სი­კა­ში გა­მო­ვა რა­მე, არც ფი­ზი­კა­ში, არც ჭა­მა­ში და არც სექ­სში.

    ჩე­მი და ფეხ­ბურ­თის რო­მა­ნი ყი­ფოს პა­სით და­იწ­ყო, მე­რე სოკ­რა­ტეს­მა აი­ტა­ცა, ზი­კომ გა­ა­ლა­მა­ზა, პლა­ტი­ნიმ გა­ა­ფე­რა­და, მა­რა­დო­ნამ და­ხა­ზა, ლა­უდ­რუპ­მა ჩახ­ლარ­თა, გა­ზამ აუ­რია, ქინ­ქიმ მო­ხა­ტა, ზი­დან­მა და­არ­ბი­ლა, ინი­ეს­ტამ გა­ა­ხუ­ლიგ­ნა და ხა­ვიმ სა­ი­დუმ­ლოდ აქ­ცია. ეს ბი­ჭე­ბი პა­სე­ბით წერ­დნენ ის­ტო­რი­ას. გო­ლი­დან გო­ლამ­დე. წლი­დან წლამ­დე. ისი­ნი ქმნიდ­ნენ და ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­დნენ თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ თუ საკ­ლუ­ბო პას-კულ­ტუ­რას: ბრა­ზი­ლი­ურს, არ­გენ­ტი­ნულს, ფრან­გულს, ბრი­ტა­ნულს, დი­ნა­მო­ურს, მი­ლა­ნურს, ლი­ვერ­პუ­ლურს, რე­ა­ლურს, ბარ­სე­ლო­ნურს. მათ შეძ­ლეს სა­კუ­თა­რი გუნ­დე­ბის ერთ ენა­ზე ალა­პა­რა­კე­ბა და სა­მა­გი­ე­როდ, სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს ლინ­გვის­ტუ­რად და­ყო­ფა. ადა­მი­ა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო გე­მოვ­ნე­ბაც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი ენა ეს­მის მას.

    სამ­ხრე­თის­კენ პა­სი ისე­თი­ვე თბი­ლი, დი­ნა­მი­უ­რი და ხში­რია, რო­გორც ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა აქა­ცაა გან­სხვა­ვე­ბე­ბი: ბრა­ზი­ლი­უ­რი, პლა­ჟებ­ზე გა­მოთ­ლი­ლი პა­სი ისე­თი ოხე­რია, მცვე­ლებს სულ ჰგო­ნი­ათ, რომ ბურ­თი ნე­ლა და­გო­რავს და ჩაჭ­რას მო­ას­წრე­ბენ. არ გა­მო­დის. წა­მის და სან­ტი­მეტ­რის მე­ა­თა­სე­დი ყო­ველ­თვის ბრა­ზი­ლი­ე­ლის მხა­რე­საა.

    არ­გენ­ტი­ნე­ლებს პა­ტარ-პა­ტა­რა, გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი „გა­კა­ტა­ვე­ბა” უყ­ვართ. აი, ისე­თი, სერ­ბებს რომ გა­უ­გო­რეს 2006 წელს.

    დღე­ვან­დე­ლი ეს­პა­ნე­თი ბარ­სე­ლო­ნუ­რი ჩა­მოს­ხმი­საა – აგო­რა­ვებს, აგო­რა­ვებს, აგო­რა­ვებს და უცებ მსა­ჯი უს­ტვენს. გო­ლია. ვერც იგებ, რო­გორ და რო­დის.

    იტა­ლი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი პა­სით გა­და­გიჭ­რას ვე­ნე­ბი, რად­გან იქ სა­კუ­თარ ნა­ხე­ვარ­ზე ფუს­ფუ­სი, სხვი­სი პა­სე­ბის ამოხ­სნა უყ­ვართ, მოს­წონთ სა­კუ­თარ სახ­ლში ურ­თი­ერ­თო­ბა და არ მოს­წონთ, რო­ცა გა­რეთ გას­ვლას აი­ძუ­ლებ.

    ჩრდი­ლო­ეთ­ში მა­ტუ­ლობს სი­ზუს­ტე და კლე­ბუ­ლობს სიხ­ში­რე. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლე­ბი ქა­რიშ­ხა­ლი­ვით უტე­ვენ და სულ რამ­დე­ნი­მე ში­და­ე­როვ­ნუ­ლი სი­ზუს­ტის პა­სი სჭირ­დე­ბათ შენს გა­მო­სა­თაყ­ვა­ნებ­ლად.

    ფრან­გებს გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­დე­რი უნ­და ჰყავ­დეთ, რომ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლონ და ორ­ჯერ უკ­ვე იტ­რი­ა­ლეს კი­დეც გემ­რი­ე­ლად.

    ბრი­ტა­ნე­თის­კენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რო­ბენ – ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა, ჰა­ერ­ში ხდე­ბა და ამ სა­ჰა­ე­რო ბზრი­ალ­სა და თა­ვე­ბის ძებ­ნა­ში მათ ბა­და­ლი არ ჰყავთ.

    არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი, უკარ­კა­სო­თა კა­ტე­გო­რია, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი ენა და დამ­წერ­ლო­ბა და­ა­ვიწ­ყდათ და დღემ­დე ინ­გლი­სურს და კომ­პი­უ­ტერს სწავ­ლო­ბენ.

    1. სტატია კი არა ნოველაა ბრაატ… საუბარი სუ ფეხბურთზე მიდის და პასზე მაგრამ იმდენი ქვეტექსტი და იმდენი კონტექსტია, რომ კაცმა სუ რო არ იცოდე ფეხბურთი მაინც მოგეწონება… ეს ლიტ.ჯი-ზე რო დადო უფრო მაგარი იქნება ვიდრე აქ. საღოლ ავტორს

  2. სად ეხლანდელი მსაჯები და სად კოლინას დროს აა… კოლინა იყომსაჯების მეფე :forza: პაოლო ტალიავენტო კარგად იმსაჯე გეჯოო :buhee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.