ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი კარლო: ” ჩვენ “იუვეს” დავამარცხებთ! “

“იუვენტუსს” დღეს საღამოს სერიოზული გამოცდა ელის. “კიევომ” ამ სეზონში ერთხელ უკვე მოახერხა “ბიანკონერებისათვის” ქულების წართმევა და იმავეს გაკეთებას მეორეჯერაც ეცდება. “მფრინავი ვირები” საკმაოდ მოტივირებულები ჩანან და მათ დამრიგებელს, დი კარლოს მოგების იმედიც აქვს: ” “იუვენტუსი” ძალიან ძლიერია, მაგრამ ნურც ჩვენ დაგვივიწყებთ. პირველ წრეში 0-0 -ს მივაღწიეთ, თანაც, რამდენიმე ეპიზოდში არ გაგვიმართლა. მაშინ დავამტკიცეთ, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და ამას დღევანდელ “იუვესაც” ვეუბნები. ხვალ ჩვეული “კიევოსგან” ცოტათი განსხვავებული გუნდი უნდა გავიდეს მოედანზე. ისეთივე ცინიკური მეტოქის მიმართ, როგორც “ჩეზენას” შემთხვევაში იყო, მაგრამ უფრო თამამი. ” -აცხადებს დი კარლო.

წყარო: football italia

49 thoughts on “დი კარლო: ” ჩვენ “იუვეს” დავამარცხებთ! “

  1. ძაან რთული გუნდია კიევო იუვესთვის, ბოლო წლებში ძაან გვიჭირს და შარშანაც გაგვამწარეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.