ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარტინ კასერესის მატჩისშემდგომი კომენტარი

მარტინ კასერესის განცხადებით, “იუვენტუსი” უკვე “ჯენოასთან” გასამართ შეხვედრაზეა გადართული. 24 წლის ურუგვაელმა მცველმა ანდრეა ბარძალის და ჯორჯო კიელინის არყოფნაში დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. ფეხბურთელი კმაყოფილი იყო გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით:“ჩვენ გამოვიჩინეთ მებრძოლი სული და ვიმსახურებდით გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ბოლონიიდან მხოლოდ ერთი ქულის  წამოღება დასანანია, თუმცა ახლა აქცენტს უკვე “ჯენოაზე” გავაკეთებთ. “მარასიზე” გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავალთ.” – განაცხადა კასერესმა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ–გვერდი

25 thoughts on “მარტინ კასერესის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. გოლი ვისი ზონიდან გავიდა ეგეთები კი არა რატომ 3-4 ბურთს ვერ ვუტანთ ბოლონიას ამაზე უნდა ვიმსჯელოტ….ექსპერიმენტული დაცვა იყო და მაინც საღოლ მაგათ ასე რომ…თავდასხმასთან ყველანაირი პრეტენზია

  2. ისე არ კაიფობდიით.. კასერესი და ბონუჩი კუჭიაშლილებივით სულ წინ რომ გარბოდნენ??!! :lool: ეტყობა თვითონაც ხვდებიან რო თავდასხმა ნოლია და გოლის გატანა უნდოდათ თვითონ :lool:

  3. nedvednedvednedved
    რა მნიშვნელობა აქ ვინ ჩარჩა? დივაიოს არ ეშლება მასეთ მომენტებში გარკვევა და მაგასთან აგდებული დამოკიდებულება რითიც მთავრდება ყველან ვნახეთ
    ამ დაცვას ერთხელ არ უთმაშია ერთად და რა ხელოვნურ თამაშგარეს მიკეთებ, მიდი და წაართვი ბურთი, მეკარის წინ თამაშგარის გაკეთება მე არ გამიგი, თუ 100%_ით დარწმუნებული არ ხარ
    დარწმუნებული ვარ მაგ მომენტში ლიხშტაინერი საერთოდ არ ფიქრობდა ხელოვნურ თამაშგარეზე და ერთი სული ქონდა როდის მივარდებოდა დივაიოსთნ ბურთის წასართმევად :chuvak:
    ისე ძლივს კი დადიდა :lool:
    :italy: :achuu: :italy:

    1. ხოდა მაგაში შეცდა ზუსტად, სხვა რამეს კი არ ვიძახი, რო სცოდნოდა რო ხელოვნური თამაშგარე იყო აღარ გაჰყვებოდა

      ფაქტი ისაა რო დაცვა ჩავარდა და ეს რითია გამოწვეული ყველანი ვხვდებით ალბათ

  4. გოლის მომენტში ლიხტშტაინერი ჩარჩა, არ უნდა გაკიდებოდა დი ვაიოს, მერე უცებ კი მიხვდა და გაჩერდა მარა უკვე გვიანი იყო, ძალიან გადაღლილია ლიხტშტაინერი, აი ძალიან… ფიზიკურადაც ეტყობა უკვე, გახდასავით, ჩამოხმა თითქოს

        1. დაცვა მაგ მომენტში თამაშობდა ხელოვნურ თამაშგარეზე, 3 კაცი დადგა ერთ ხაზზე და იდეაში დი ვაიო დატოვა თამაშგარეში, ლიხტშტაინერი კი წამიერად შეცდა და როცა სიტუაციის გამოსწორება სცადა უკვე გვიანი იყო, ამიტომ უფრო ლიხტშტაინერი შეცდა, რისგანაც არავინაა დაზღვეული

  5. მე მაინც მგონია რო გაშვებულ გოლში ამის და ბონუჩის დადანაშაულება არ შეიძლება, უფრო ლიხტას ვაბრალებ :chuvak:

  6. SPREWELL
    ის გუნდი ხდება ჩემპიონი ვინც პროვინციებში იგებს ჩერდანცევის სიტყვებია და არა ჩემი. ასე რომ იუვეც ეგრე იყო ადრე, შეიძლება ქულები დაეკარგა ლაციოსთან მილანთან რომასთან, მაგრამ აი სიენას კიევოს და ბოლონიასგან კი ქვას ქვაზე არ ტოვებდა და ხდებოდა ჩემპიონი.. ასე რომ პრინციპულ თამაშებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ან როგორ ექნება თუ მილანს მოუგე 3 ქულა აიღე და მერე კიევო ბოლონიასთან 4 ქულა დაკარგე?! ამდენი ფრე როდის ვითამაშეთ საერთოდ გახსოვთ ვინმეს? 26 შეხვედრაში..?? ვაფასებ იმ სამუშაოს რაც გასწია კონტემ, მოტივაცია ჰქონდა თავიდან თითქმის ყველას რადგან ძირითადში ადგილი მხოლოდ ჰა ბუფონს და კიელას ჰქონდა გარანტირებული ასე რომ ყველას ჰქონდა რაღაც დასამტკიცებელი კონტესთვის.. ეხლა კი აღარ არი ეგრე როგორც ხედავთ ერთიდაიგივე შემადგენლობა თამაშობს დიდი ხანია.. ანუ გარანტირებულია პეპეს ვიდალის მარკიძიოს და ჯაკერინის თამაში.. ელია კრასიჩი დელ პიერო კი მოისროლეს აბა სხვა რა უნდა დაარქვა ამას??? კონკურენცია თვით კონტემ მოსპო გუნდში ერთიდაიგივე პირების ამოჩემებით.. რაც აისახა კიდევ.. აღარ იბრძვის თანაგუნდელი სხვისი შეცდომის გამოსწორებისკენ.. კიევოსთან სრულად ბოლონიასთან 1ლი ტაიმი ვიდექით მოძრაობა იყო 0.. კონკურენცია დააბრუნე კონტე გამოიყენე ჯოკრები და ისევ მოვიგებთ.. აი ეს არი პრობლემა ჩემი აზრით კონკურენციის გაქრობა…
    :forza: :forza: :forza:

  7. ისე რანაირად წყალსი ყრის ეგ თამაშები ყველაფერს. რომელია კარგი როცა თავდამსხმელი თავისუფალ სივრცეს პოულობს თუ რომელიც 70 წუთი სამბოს ეჭიდავება მცველებს. რა ლოგიკით აყენებს ბორიელოს სასტავში ვერ გავიგე.
    ფაქტია რომ მარკიზიო ძალიან ეფექტურია როცა ცენტრსი თამაშობს წინწაწეული, და რატო უნდა იყოს გადაწეული მარჯვნივ ვერ გამიგია. ანდა ჯაკერინი ამ მოემნტსი რა გამოსაყენებელია როცა შეკრულია თამაში და ტექნიკამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. ჯაკერინის კი რივოკი ჭირდება.
    ვუჩინიჩმა გჰოლი კი გაიტანა მაგრამ მას ეს მომენტი შეუქმნეს, თვითონ ხომ არ გამოუგონია, არადა პირიქით ნახევარდაცვის და სეტევის შემაერთებელი თვითონ უნდა იყოს.

  8. რომ ამბობთ მილანი უფრო იმსახურებს ჩემპიონობასო…იუვე ცუდად თამაშობს? ცუდად იგებს? თუ ეს ფრეები გაბრმავებთ?? კარგით რა..მილანმა ყველა პრინციპულ მეტოქესთან წააგო თითქმის ნოვარას და ჩეზენას თუ მოუგო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რომელიმე ფეხბურთელმა ესეიგი ეგ იმსახურებს ჩემპიონობას ? და არა ის გუნდი რომელიც მაგ მილანს ამარცხებს…ინტერს…ლაციოს…ფიორენტინას…იუვე აღარ ხო?!

  9. გაიხსენეთ რა თქვა ვენგერმა, დელ პიერო მჭირდებაო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრს ასწავლისო, იგივეა პირლოზე და ბუფონზე, მოიყვანონ ახალგაზრდა პლეიმეიქერი, ახალგაზრდა მეკარე ახალგაზრდა თავდამსხმელი, სასურველია იტალიელები, ნუთუ ესე უჭირთ ან დაუნები არიან, ცუდი იდია არანაირად არაა, მერე კიდე კაია პირლო დაისვენებს წითელი რო აქვს, შანსი რა თქმაუნდა არის სკუდეტოს მოგების მარა, მილანი რა თამაშაც თამაშობს და რა სასტავითაც, ალბად უნდა აღიაროთ, რომ ჯერ-ჯერობით მილანი იმსახურებს სკუდეტოს, როცა ძირითადი ფეხბურთელების გარეშე, გასვლაზე პალერმოს უგებ 0:4 მითუმეტეს ჭინ ჩემპიონთა ლიგა გაქვს, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს, თითქოს იუვენტუს მთელი ძალები შერია A ზე უნდა გაემახვილებინა, ესენი თუ იღლებიან, ლიგაზე რო ვიQნებით მერე რა მოუვათ

  10. 1- 1 ჯენოასთანაც ვისაც გინდათ მ,აგარს გაგიმაზავთ რო რაც ტურები დარჩა სეზონის დამთავრებამდე ვერცერთ თამაშს ვეღარ მოიგებენ ბოლოს ისევ მე7 ადგილი და რა არი განსხვავება წინა წელთან შედარებით არც არაფერი :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.