ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” ტოტენჰემი ” მწვრთნელის ძიებაშია …

მას შემდეგ რაც ინგლისის ეროვნული ნაკრები ფაბიო კაპელომ დატოვა , ბრიტანული ფეხბურთის მთავარი პირები გამალებით ეძებენ მის შემცვლელს და როგორც ჩანს არჩევანი საბოლოო ჯამში , ტოტენჰემის თავკაცზე – ჰარი რედნაპზე შეჩერდა . ამას ის ფაქტიც აძლიერებს , რომ 64 წლის სპეციალისტი არ აპირებს ამჟამინდელ კლუბთან , კონტრაქტის განახგრძლივებს . თავის მხრივ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა თადარიგის დაჭერას ამ ეტაპიდან აპირებს და რედნაპის სავარაუდო შემცვლელად არც მეტი არც ნაკლები ანტონიო კონტეს განიხილავს .  ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელის ბოლო დროინდელმა მიღწევებმა არ დატოვა ბრიტანელები გულგრილად და მაქსიმალურად ეცდებიან მის გადმობირებას სეზონის დასრულებისთანავე . თუმცა , ნაკლებად სავარაუდოა ” იუვენტუსის ” ყოფილმა კაპიტანმა დატოვოს ადგილი , სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა , როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა და უნდა ითქვას , რომ წარმატებულ გზას მწვრთნელის ამპლუაშიც დამაჯერებლად აგრძელებს .

წყარო : tuttojuve

17 thoughts on “” ტოტენჰემი ” მწვრთნელის ძიებაშია …

  1. :lool: უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია. კონტე ეხლა რის გამო დატოვებს იუვეს? ასეთი სურვილი რომ გიჩნდება ადამიანს, ხომ უნდა იფიქრო ცოტა? ეტყობა არ ეძებენ მწვრთნელს სათანადოდ, თორე მაგას არ იტყოდნენ…გარდა ამისა, კონტე რასაც იუვეში გააკეთებს, სხვა გუნდში იგივე შედეგს ვერ დადებს ჯერ ყოველშემთხევაში. ეხლა სუფთად იუვეს სიყვარულით მაქსიმუმს აკეთებს, რაც შეუძლია და არ შეუძლია და ტოტენჰემი სულ ცალ ფეხზე კიდია და ასე კარგად ვერ გააცოცხლებს იმ გუნდსაც… მოტივაცია არ ექნება
    კონტე თუ წავა წელს, მაშინ აუცილებლად მოვა კაპელო.

  2. აუ მეტი ხოარაფელი უნდათ არემ რომელი ფეღბურთლებიც უნდათ იმას უფასდ მივცემთ ეს შეიხის გუნდი კიარაა ფულით რო აჩერებენ ხალხს ამ ოჯახიდან არავინ მიდის ასე ასე მალე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.