ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” კუალიარელამ ფლანგზე ასპარეზობა შემომთავაზა ”

Juventus Channel – თან საუბარში ანტონიო კონტემ საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე ისაუბრა : ” პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ , ბევრს ვფიქრობდი თუ რითი შემეცვალა სიტუაცია მოედანზე . უნდა ვაღიაროთ , რომ ჩემს მიერ საწყის წუთებში არჩეულმა ტაქტიკამ სასურველი შედეგი არ მოგვიტანა . სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოედანზე ბონუჩის გამოყვანა და სამ მცველიან სქემაზე გადასვლა . შესაძლოა ლეოს ბევრი აკრიტიკებს , თუმცა ის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია რომელსაც დიდი სათამაშო კლასი გააჩნია . მისი მოედნის ხედვა და სიღრმიდან გაკეთებული გადაცემების სიზუსტე განაგრძობს ჩემს აღფრთოვანებას . გამოვარჩევდი ასევე ფაბიო კუალიარელასაც . ვფიქრობ , ძალიან მალე მის ხელახლა დაბადებას ვიხილავთ მოედანზე . მასთან ცოტახნის წინ მქონდა საუბარი და შემომთავაზე ფლანგზე ასპარეზობა . ვფიქრობ , მას მიეცემა ამის შანსი და იმედი მაქვს ექსპერიმენტი სასურველ შედეგს მოიტანს ” .

წყარო : vecchiasignora

29 thoughts on “კონტე : ” კუალიარელამ ფლანგზე ასპარეზობა შემომთავაზა ”

  1. ძაან გამიხარდება თუ კვალიარელა ითამაშებს სისტემატიურად, არადა სანამ იმ ტრავმას მიიღებდა რა მაგარ ფორმაში იყო, იმედია კვლავ დაიბრუნებს ძველ ფორმას და გვეშველება წინა ხაზში

  2. პეპე უკვე ის არ არის რაც სეზონის სტარტზე იყო და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა წესით უნდა დაეხმაროს მაგას, კვალიარელა მართლა უნდა გამოგვადგეს ფლანგზე ტექნიკური და სწრაფია..იმედია ნაპოლისთან ძირითადში იქნება

  3. pintu-ricchio

    არა რას ვღადაობ . ერთი ისეთი უპასა კასერეს ფლანგზე პირი ღია დამრჩა . ალია პირლოს სტილში მთელი ნახევარდაცვა და დაცვა მოჭრა ინტერის ტიპმა

    1. ეგეთი პასები რომელ მცველს ააქ? ცოტა უფრო თუ ფიზიკურად მომჯობინდება უფრო კარგი გახდება? ტიპი ამ ბოლო დროს 6-ზე ქვევით შეფასებას აღარ იღებს ისე პროგრესირებს :forza:

  4. ისე მცველის პირობებზე რომელს აქ ბონუჩიზე კარგი შორეული პასები? შეუდარებელია ჩვენი ბონუცი მაგ საქმეში!!! :love: კონტეს ხელი დაეტყო ლეოს :forza: დეჩელიეზე საუბარი ხომ ზედმეტია :love:

  5. ბონუჩის გაკეთებული პასი მოედნის სიღრმიდან და მითუმეტეს ზუსტად მე არ მინახავს საერთოდ და ამას რა აღაფრთოვანებს ნეტა? მემგონი პირლოზე ბაზრობს :mrgreen:
    :mrgreen:

  6. ამის გვარში ვ საერთოდ არ წერია და კვალიარელას რატო ვუძახით? :chuvak:
    უჩინიჩი——იგუაინი——-კვალი——-შეუჩერებელი სამეული
    მარკიზიო——ვიდალი—–პირლო—–მოწინააღმდეგის შემაჩერებელი სამეული :chuvak:
    დეჩელიე—–კიელინი—–ბარძალი—–ლიხშტაინერი—–ტურინული კედელი :chuvak:
    ჯიჯი—– :ena:
    :italy: :achuu: :italy:

    1. ზატო ვუჩინიჩ-ში ხო ურევია ვ და შენ უჩინიჩს რატომ ეძახი სულ? :chuvak:

      Mirko Vučinić [mîːrkɔ ʋǔtʃinitɕ]

      Fabio Quagliarella [ˈfabjo kwaʎʎaˈrɛlla]

  7. კვალი—–მატრი———ვუჩინიჩი

    კაი ატაკა იქნება ნაპოლის წინააღმდეგ ეს პეპე ვერაა მის მატორზე და ჯობია ზამენიდან შემოვიდეს დასვენებული დაა ზუნიგა ან დოსენა გაამწაროს მერე :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.