ადვოკატი: ” ჭორების გავრცელების გამო პასუხს მოვითხოვთ “
ჯიანლუიჯი ბუფონის ადვოკატი საკუთარ კლიენტს იცავს და იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში სიტუაციის დაძაბვასა და ჭორების აგორებაში ტაბლოიდებს ადანაშაულებს: ” ეს მხოლოდ ვარაუდები, ჭორები და ღვარძლია. ძალიან გასაკვირი კი ის დროის უმცირესი შუალედია, რაც ამ ბოროტებით სავსე სტატიების ჟურნალებში გამოჩენასა კოვერჩიანოში ჯიჯის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს აშორებთ. სამართლებრივი კუთხით აბსოლუტურად არაფერია, რაც მოსამართლეების ყურადღებას იმსახურებს, მათ უკვე იცოდნენ ყველაფერი ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ. ბუფონი არანაირ კავშირში არაა გამოძიებასთან, მოწმედაც არავინ განიხილავს. პროკურორმა კრემონიმ ეს ყველაფერი უარყო, მაგრამ პრესაში მაინც იგივე იწერება. არ შეიძლება უსაფუძვლოდ საშნელებების ფიქრი. ჯიანლუიჯის ჩეკების ბენეფიციარისათვის “ლოტომატიკას” ფსონების ჯიხური სულაც არაა უცხო. დანარჩენი უაზრო და უსაფუძვლო საუბრებია. ყურადღებით ვადევნებთ გავრცელებულ ინფირმაციას თვალს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მშვიდად გავაანალიზებთ, ვინ და რატომ ავრცელებდა ამ ჭორებს. ”
წყარო: football italia ; tuttojuve
ჯიჯი შენ გვერძე ვართ

მიდი ჯიჯი უჩივლე მაგენს. ციხეშია ამოსალპობი ყველა ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს. დარწუნებული ვარ კრიშიტოც უდანაშაულოა. სულ ტყუილად აწიეს ამხელა ამბავი.
gio_juventino
ბოჟე მოი, გაახურეს საქმე რააა, ეურო 2012 უნდა დაიდოს ბიჭოოო
გმიხეთქეს გული ინტერის და მილანი ფანებმა მეთქი რა მოხდა

დეგენერატმა პრანდელიმ გაიგეთ რა თქვა ?
ესენი არ არიან ნორმალურები რა , რის მიღწევა უნდათ ვერ ვხვდები. თუ აღარ უნდათ ფეხბურთი არსებობდეს იტალიაში გამოვიდნენ და თქვან 
აუ მეც კინაღამ გავგიჟდი რა ხო არ უბერავს ცოტას პრანდელი

მასიმო ჩალიჩობს მაგას და თავ ტლიპინა ბერლუსკონი გალიანი

ამ ადვოკატისთვის, საქართველოს სამაუწყებლო სივრცე უცნობია, თორე ჩემპიონატის ჩამთავრებასაც არ დაელოდებოდა…
ადვოკატი მაგარი ძმაა