ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარინო : ” ბრავისიმო ჯუზეპე ! ”

მარუსიო ისლას და კვადო ასამოას ტრანსფერები ტურინის ” იუვენტუსში ” როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება . სხვადასხვა იტალიური წყაროები ამ ინფორმაციას აქტიურად ადასტურებენ . ჟურნალისტები ჩილელი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ , რომელმაც მართალია თავი შეიკავე მისი კლიენტის მომავალი კლუბის დასახელებისგან , მაგრამ ერთი კი აღნიშნა , რომ მაურისიო ემშვიდობება უდინეს და ისეთ კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას , რომელიც ჩემპიონთა ლიგისთვის და სერია ა-სთვის იბრძოლებს . ბიანკონერიზე კი ის დაამატა , რომ ტურინელები აქტიურად არიან დაინტერესებულნი ისლას გაფორმებით .
ამასობაში ბერგამოს ” ატალანტას ” სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო , ულოცავს ტურინელ კოლეგას ჯუზეპე მაროტას განხორციელებულ ( არ მტკიცდება ჯერ ჯერობით ოფიციალურად ) ტრანსფერებს . საქმე რა თქმა უნდა ” უდინეზეს ” დუეტს ეხება . მისი სიტყვებით , მაროტამ ფაქტიურად შეუძლებელი შესძლო და რაც მთავარია დაამყარა თბილი ურთიერთობა ფრიულის ბინადრებთან , რაც სამომავლო წარმატების გარანტიას იძლევა : ” ბრავისიმო ჯუზეპე ! ამ ადამიანმა ” საშინელი ” რამ ჩაიდინა . ასეთ მოკლე დროში , ორი დიდი ტრანსფერის განხორციელებას , სხვას ვერაფერს დავარქმევ . ბრავისიმო ! მაროტამ ტრანსფერებთან ერთად უდინეზეს ხელმძღვანელობასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა , ზუსტად ისეთი როგორიც ” ჯენოასთან ” და ჩვენთან აქვს . ეს მას და ” იუვენტუსს ” სამომავლოდ გაცილებით დიდ წარმატებას მოუტანს “ .

წყარო : tuttosport

12 thoughts on “მარინო : ” ბრავისიმო ჯუზეპე ! ”

  1. 30 მილიონი ორივსთვის ცოტა არაა როცა ვიდალი 12 დაჯდა… ორ ნაწილად იხდის 15 ეხლა 15 მომავალში ამ დროს… ესენი ქაჩავდნენ მთელ უდინეზეს ნახევარდაცვას და მე-3 ადგილში დიდი წვლილი მიუძღვით…

  2. ისლა მაგარი იგროკია თან ბევრ ადგილას შეუძლია თამაში… ასამოაც არაა ცუდი ფეხბურთელი ასე რომ წინ იუვე მომავალი წელიც ჩვენი უნდა იქნეს :forza: :forza:

  3. ტალანტები კაია მაგრამ ვინმე გამოცდილი გვინდაააააა, იგუაინი, სუარესი, ვან პერსი. ვინმე მოიყვანონ რააა

    1. რავიცი მემგონია რო ვან პერსი თითქმის ჩვენია 92%თ
      არადა იგუაენი მაგრად მინდა რო მოვიდეს მაგრამ ვან პერსიზეც თანახმა ვარ ძალიან მაგარია
      :forza: :juvee: :juventus: :italy:

  4. სანამ ოფიციალურად არ ეწერება არაფერი მჯერა ამათ ხელში ეგრე იმედზეც თქვეს აგურეო გადმოვიდაო რაც მაშინ იმედს ვაცენზურეე :D:D:D

  5. აბა მაროტა შენ იცი ეხა დაბადების დღისთვის ხვალ ეს ინფო უნდა გამოიფიციალურო:)

  6. ისლა არ მომწონს თან მაგარი ტრამვა ქონდა და რავი რა… აი ასამოა კაი მუშა ფეხბურთელია და ფაქტიურად დაუღალავი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.