ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” ჯეკო , იგუაინი , ვან პერსი ? სუარესი ! ”

მიმდინარე პერიოდში , სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გუნდი უდაოდ  ” იუვენტუსია ” . მაროტა პარატიჩის დუეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და მაღალ კვალიფიცური ფორვარდის ძიებაში არიან . CalcioNews24.com – თან საუბარში ლუჩიანო მოჯიმ , მოკლე მიმოხილვა გააკეთა ტურინული ტრანსფერების …

2012/13 სეზონისთვის , კლუბმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ორი ნახევარმცველი ისლა დ ასამოა შეიძინა …

” ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ ორ კარგად ინტეგრირებულ ფეხბურთელზე . იუვე ეხლა უფრო კომპაქტურად გამოიყურება , სამ ფრონტზე საბრძოლველად . არც იმას გამოვრიცხავ , რომ რომელიმე მათგანმა სასტარტო შემადგენლობაშიც დაიმკვიდროს ადგილი , მაგრამ ნებისმიერ მომენტში , გუნდს ესაჭიროება ძლიერი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე , რომელთაც რეალურად შეეძლებათ მოედანზე სიტუაციის შეცვლა თუ სიტუაციამ ეს მოითხოვა ” .

გადავიდეთ თავდასხმაში . ჯეკო , იგუაინი , სუარესი , ვან პერსი ?

” საუკეთესო ვარიანტი უდაოდ ლუის სუარესია . ჯეკო და ვან პერსი კი რეალურად არაფრით ჯობნიან ბორიელოს , ანუ მათ გამოკვეთილი ისეთი მახასიათებელი არა ქვთ რითაც მარკოს ზემოთ იქნებოდნენ . სხვა სიტუაციაა სუარესის საკითხზე . მას ბრწყინვალე მოედნის ხედვა აქვს და პლიუს ამასთან ისეთი ტექნიკური მახასიათებლები აქვს , რომელიც ასე ძლიერ აკლდა აწ უკვე გასრულებულ სეზონში იუვეს წინა ხაზის მოთამაშეებს ” .

ჯიოვინკოს მომავალი ?

” ეს მარტო მაროტას გადასაწყვეტი არაა . ასეთ თემაზე რომ დავიწყოთ საუბარი , იუვემ და პარმამ უნდა მოგვცეს მოლაპარაკებებში ჩართვის უფლება . უკვე შემდგომ ცნობილი გახდება თუ სად განაგრძობს კარიერას სება ” .

ასეთ შემთხვევაში მხოლოდ დაცვის ხაზი რჩება …

” საუკეთესო დაცვის ხაზზე ვსაუბრობთ . აიღეთ რამდენიმე ფეხბურთელი რეზერვიდან , ისინი ამას ვერ შესძლებდნენ . საერთო ჯამში დაცვა ბრწყინვალე იყო ისევე როგორც შუა ხაზი ” .

წყარო : CalcioNews24.com

28 thoughts on “მოჯი : ” ჯეკო , იგუაინი , ვან პერსი ? სუარესი ! ”

  1. მაროტა გაანძრიე ერთი ადგილი და მოიყვანე სუარესი ლავეცი კავანი ან იგუაინი
    ვან პერსიც მოიყვანე ჯანდაბას და სკამი ახეხინე მაგ შუშა ფეხბურთლეს
    რა ვან პერსი ერთი ტრამვა და ჩათვალეთ ტყუილად გადაყრილია ყვეალფერი

  2. დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს მაგრამ ამას რომ აქვს ნათქვამი იმდენი სისულელე
    ძალიან ცოტა გამოჩენილ იტალიელს თუ ექნება ნათქვამი, ბორიელოსა და ვან პერსის შედარება უბრალოდ სირცხვილია.. აქვე გავიხსენებ მოჯის სიტყვებს რომ ლეჩე მიმდინარე სერია ა ში ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს, მილანი ჩემპიონი ხდება და უამრავი უაზრობა.. ჭკვიანურებიც უთქვამს და სასარგებლო საქმეებიც უკეთებია მაგრამ ამ ეტაპზე ამ კაცის სმენა უაზრობა და ფუჭი დროის ხარჯვაა

  3. არა მგონია რომ ამაზე დიდი სისულელე მენახოს,მოჯი ძალიან ჩკვიანია,მაგრამ პერსის ბორიელოსთან შედარება უკვე ზედმეტია. :blin:

  4. მართალია ეს კაცი, იუვეს წინა ხაზში ჭირდება სუარესის მსგავსი კრეატიული ფეხბურთელი, თანაც ტრადიციულად ურუგვაელები იუვეში მშვენივრად გამოიყურებიან.

  5. ჯეკო არ ჯობია ხო ბორიელოს? :D კაცმა რამდენი გოლი გაიტანა წელს პრემიერ ლიგაში და სასტარტოში რო გახეთქო სუ 10 ჯერ იყო რას ლაპარაკობ ჯეკო ბორიელოს 2 თავით ჯობია

    1. მე არ მგონია ჯეკო ექსტრა კლასის ფორვარდი… ერთ დროს ბორიელოც გიჟი იყო ჯენოაში.. როგორც ჯეკო ვოლსბურგში.. ჯეკომ აღარ მახსოვს რამდენი შეაგდო მაგრამ ზოგადად პირწმინდად დასვეს სკამზე სხვა ფორვარდებმა.. ისე კი თავით კარგად თამაშობს

  6. ჯეკო რო ბორიელოს ბევრით ვერაფრით ჯობია ეგ მეც ვიცი..

    მაგრამ ვან პერსი რა შუაშია???!!! ალბად რაღაც შეეშალა მოჯის.. პერსი დღესდღეობით მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის.. დანარცენი ორი იცით ისედაც

  7. მემეგონი ამას ძან მოწონს ბორიელო, ვანპერსი კი იცის ვინაა უბრალოდ მირკოზე აქ დიდი წარმოდგენა
    პირიქითაა მარა ასე რო პიქრობდეს უკეთესია :chuvak:

  8. ჯეკო და ვან პერსი კი რეალურად არაფრით ჯობნიან ბორიელოს..

    სირცხვილია ასეთ შედარებას რომ აკეთებს ეს კაცი :lool: კაცმა 30 გოლი შეაგდო სეზონში :lool:

    სუარესი ჩემი არჩევანიცაა, შემდეგ პერსი და იოვეტიჩი..

  9. სუარესი ძალიან ძლიერია ერთი შეხებით პასებში, რაც კონტეს იუვესთვის ზედგამოჭრილია, ტან ძალიან სწრაფად მოძრაობს და პლიუს ამას დაცვაშიც ეხმარება გუნდს

    მევასება რა ეგ ტიპი!

    1. მეც ეგრე ვპიქრობ ზუსტად :) ძლივს ვიპოვე ჩემი აზრის ადამიანი :D სუა მინდა მეორე ფორვარდად მირკოს ადგილას … აქ ბევრად უფრო სასარგებლო და შედეგიანია :) და ცენტრზე კავანი და მეერე იგუანი :) პერსი კი მაგარია მაგრამ 2 წელიწადში მაქსიმუმ დაანებეს თAვს და მერე სულ ტრავმები აქ.. წელს გამოძვრა მარტო.. ან რო ვერ შეეჩვიოს იტალიას… და კავანი და უგი აი ტიპური კლასიკური ცენტრები არიან და ძაან მაგარი იქნება წინ კავანი ან იგუ ამის უკან სუარესი და ზამენაზე დამიაოო.. აუფფ… :forza: :forza: :forza: დაგვხატავდა :)

  10. ცვეტში! სუარესი! მეც ასე ვფიქრობ! მაინც ვრჩები იმ აზრზე რომ სუარესი მოერგება ყველაზე კარგად იუვენტუსს

    ვან პერსი რომ მაგარია უდავოა, მაგრამ რაღაცნაირად სუარესის ტრანსფერი მირჩევნია ყველას ამ ჩამოთვლილთაგან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.