ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბორიელო რომში ბრუნდება

მარკო ბორიელო კვლავინდებურად ” რომას ” ფეხბურთელი გახდება , ეს ოფიციალური ინფორმაციაა . დღეს , არენდით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა , იუვემ კი თავის მხრივ არ გამოიყენა კონტრაქტის პუნქტი , რომელიც ითვალისწინებდა ბორიელოს გამოსყიდვას . შეგახსენებთ , რომ ჯუზეპე მაროტამ იტალიელი თავდამსხმელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა . საერთო ჯამში მარკომ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლის გატანაც შესძლო , თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი , რომ დაერწმუნებინა ბიანკონერის ხელმძღვანელობა მის საჭიროებაში . ასე , რომ ” ჯენოას ” ექს მოთამაშე დედაქალაქში ბრუნდება , სადაც ადგილიბრივ ” რომასთან ” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული .

სხვა სატრანსფერო სიახლეები იხილეთ სრულიადში …

უახლოესი რამდენიმე დღე გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ფელიპე მელოსთვის . ბრაზილიელი ” გალათასარაიში ” წარმატებული სეზონის შემდეგ , ბიანკონერის რიგებში დაბრუნდა , თუმცა არ კარგავს იმედს , რომ კარიერას სწორედ თურქეთში გააგრძელებს . იმ შემთხვევაში თუ გალას წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს მაროტას სურვილი და არ გადაუხდიან კლუბს 13 მილიონ ევროს , მაშინ საქმეში მიუნჰენის ” ბაიერნი ” ჩაერთვება , რომელიც თავის მხრივ უნდა აღინიშნოს , რომ 9 მილიონს იხდის საყრდენ ნახევარმცველში . მესამე დაინტერესებული მხარე მოსკოვის ” სპარტაკია ” , რომლის შანსებს ექსპერტები საკმაოდ კარგად აფასებენ , მაგრამ თავად ფეხბურთელს პირველი ორი ვარიანტი მეტად ესიმპატიურება .

მაშინ როცა  ბრეშამ და პარმამ ყველაფერი შეათანხმეს ელ კადურის ტრანსფერზე , თავად ფეხბურთელმა საკუთარი სიტყვა დააფიქსირა – ბელგიელ მოთამაშეს არაფრის დიდებით არ სურს მოკრძალებულ კლუბში გადასვლა , მისი ერთადერთი სურვილი ტურინის ” იუვენტუსია ” . შეგახსენებთ , რომ კადურის ბრეშასთან კონტრაქტი 2013 წელს ეწურება .

ჯანლუკა დი მარციომ , საკუთარი ბლოგის საშუალებით , განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა მარკო ვერატის თაობაზე . როგორც ჩანს პესკარა დაინტერესებულია ჯეიმს ტროისი კონტრაქტით . მიმომხილველის განცხადებით , მოკრძალებული კლუბი კონტრაქტის 50 % მიიღებს . ტროისზე იმას გეტყვით , რომ იგი ნახევარმცველია და გასულ სეზონში არენდით ასპარეზობდა ” ქაისერსპორში ”  . სტატიას კი იმით სრულდება , რომ დი მარციოს მოსაზრებით ვერატი უახლოეს ხანებში ოფიციალურად მოაწერს ხელს ტურინულ გრანდთან .

წყარო : Tuttojuve, Calcionews24

22 thoughts on “ბორიელო რომში ბრუნდება

  1. ვაიმე რა კაიაა მოაშორეთ აქედაან ვერრ ვიტაან ამ ფეხბურთელს და საერთოდ რა უნდოდა ამას იუვენტუსისნაირ გუნდშიი :forza: :forza:

  2. ამას მატრი და კვალიც მიუმატე და გუნდში ახალგაზრდა ბიჭები მოიყვანეთ ჯოვინკო, დესტრო (გაბიადინი ან იმობილე) :forza: :forza: :forza:

  3. დავბრუნდი ძმებო და ეს ამბავირო გავიგე მეცხრე ცაზე ავედი სატრანსფერო სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს,,უჰუუ რა კარგია let’s go party :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.