ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა ”

კლაუდიო მარკიზიოს სწამს , რომ სკუადრა აძურის აქვს შანსი , რათა დაამარცხოს ინგლისის ნაკრები . ბიანკონერის ნახევარმცველს საფინალო სასტვენის შემდეგ , სტივენ ჯერარდთან სურს მაისურის გაცვლა : ” უნდა გვწამდეს , რადგან შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა . კარგად გვესმის , რომ დიდი გუნდის დიდ ფეხბურთელებს დავუპირისპირდებით . აუცილებელია სწრაფვა სრულყოფილებისკენ და იმავე სტილში ასპარეზობა , როგორც ხორვატებთან პირველ ტაიმში . ვინ არის უფრო ძლიერი ? ის ვინც ფინალში გაიმარჯვებს  ” .

მიმდინარე კვირას დანიელე დე როსიმ განაცხადა , რომ მისი კუმირი ჯერარდია . როგორც ჩანს არც კლაუდიოა ბრიტანელის მიმართ გულგრილი : ” რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ ამას თამაშის დროს , თუმცა სასიამოვნო იქნება მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მასთან მისვლა და მაისურის გაცვლა ” .

წყარო : Football-Italia

18 thoughts on “მარკიზიო : ” შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა ”

  1. ფეისბუქზე დაიწერა რომ იუვე კრასიჩს და 18 მილიონს სთავაზობს სუარესის სანაცვლოდ ლივერპულს

  2. ნუ ბაქი-ბუქობთ… თანაბარია შანსები და ა გვინდა წინასწარ მუქარები და ლანძღვები…

    რომ დამავრდება ღმერთმა ქნას საზეიმოდ გვექნეს საქმე…
    ინგლისი სუსტი როგორაა? იეშლი იანგი არ გინდა გააჩერო?
    მეორე სართულზე მოუგო ბძოლა ადვილი არ იქნება. მათი პადაჩები კიდევ. მოკლედ როგორც იუვე იბრძვის ცენტრში ყოველ მონაკვეთში ესევე უნდა იბრძოლონ. ცენტრი უნდა ავარვათ და დეროსი-მარკიზიო-პირლომ უნდა ივაჟკაცონ… :italy:

  3. თუ მოტა არ იქნება ძირითადში მაშინ დიამანტის ათამაშოს ჯობია ირლანდიასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მონტოლივოზე და ნოჩერინოზე უკეთესი :italy:

  4. რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ იტალია ადვილად მოიგებს … გერმანიის გაჩერება თუ ვინმეს შეუძლია – ეს იტალიაა !!!

  5. არ ავყვეთ ემოციებს დაველოდოთ საფინალო სასტვენის . ერთი ფაქტია რომ უხერხული მეტოქე შეგვხვდა . თავისი უაზრო პადაჩებით ტვინს გაბურღავენ

    1. მაინც ყველაზე სუსტი გუნდია, ფრანგებთან უფრო გაგვიჭირდებოდა დღეს ჯერარდი ვეფშე ვერ გაინძრევა მარკიზიო მოუვლის მაგას

      1. მარკიზიო არ დაიწყებს ჯერარდზე დევნას მარკიზიოს შავი სამუშაო და პირლოსთვის სივრცეების შექმნა ევალება მაქედან გამომდინარე დეროსია დაგეშილი 8 ნომრიან მაისურზე 2 დღე თურმე გალიაშI ყავდათ გამოკეტილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.