ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაცინი : “ინტერიდან მივდივარ” – ტურინში კრასიჩის სანაცვლოდ ?

ჯამპაოლო პაცინიმ, რომელიც მილანის “ინტერთან” ერთად პინცოლოში იმყოფება და წინასასეზონო შეკრებას გადის, იტალიურ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნერიაძურის დატოვებას აპირებს : “კლუბმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ვფიქრობ, ახალი პროექტის ნაწილი არ ვარ.ბოლომდე ვიხარჯები და ვშრომობ, ყველაფერს გავაკეთებ რომ მათი აზრი შევცვალო, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი ვარ და ვთვლი, რომ წასვლა მიწევს”. ამ განცხადების შემდეგ პრესაში იმის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა “პაცოს” ხელში ჩაგდება ჯუზეპე მაროტამ განიძრახოს, რომელიც იტალიელ ფორვარდთან ერთად “სამპდორიაშიც” მუშაობდა და კარგად იცნობს მას, სანაცვლოდ კი მილოშ კრასიჩის უფლებათა პაკეტი დაუთმოს, რომელიც ასევე ტოვებს ტურინს, მისით კი ბოლო დღეებია, აქტიურად ინტერესდება მილანური გუნდი.

წყარო : Tuttojuve

20 thoughts on “პაცინი : “ინტერიდან მივდივარ” – ტურინში კრასიჩის სანაცვლოდ ?

  1. ამას მატრი ჯობია ბევრად, DARJA_სწორად აღნიშნა მატრი უფრო გუნდურად მოტამასჰეა, შარშან კონტე ბოლოს აღარ ათამაშებდა თორემ 15 გოლამდეც ავიდოდა….იოს სანაცვლოდ ტუ დავიტრევტ ბაზარი არაა :forza:

  2. თუ მოვა ეს ციგლერის ბედს გაიზიარებს, მაგ: ფიორეს თავდამსხმელი უნდა ჩვენ იოიო პაცინი პაციენცა შეთავაზების შემთხვევაში ფიორ უარს არამგონია რო იტყოდეს და თუ რამე კიდო + პადოინსაც შევუფუთავთ და გავუშვებთ :lool: მატრი მგელია ამასთან შედარებით :forza:

  3. მე ლიჩნად კვალის მირჩევნია და ადრეც მაგრად მინდოდა ეს რომ დაეთრიათ … დასწრებაზე თამაშობს ძაან მაგრად, რაც ფორვარდების უმეტესობას არ შეუძლია – პიპო და კლოზე იყვნენ მაგის პროფესორები …

  4. juve-juve-97

    ვინ ჯობია მატრის პაცინი ? თუ ძმა ხარ რაა..ტიპმა 33 მატჩში 5 გოლი ძლივს შეაგდო, პლიუს უმნიშვნელოვანესი პენალტი გააფუჭა უდინეზესთან ბოლო წამებზე..აი რომ გადმოვიდა ზამთარში იმ სეზონის მეორე ნახევარი მართლა სერიიოზული ჰქონდა )) ტიპიური საჯარიმოს ფორვარდია, კაცს ეს ვერ მოატყუებს ერთი ერთზე

    მატრიმ 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა, უფრო გუნდური მოთამაშეა, კაცის მოტყუება შეუძლია, რამდენჯერ გვინახავს ფლანგზე..

  5. არა მგონია მოიყვანონ, არ გვჭირდება ამ დონის ფორვარდი, კვალიარელაზე და მატრიზე უკეთესი არაფრით არ არის )) ინტერს უნდა კრასიჩი და შეიძლება გააკეთოს შემოთავაზება, მაგრამ მეეჭვება მაროტამ ისურვოს მაგათთან მოლაპარაკებები ))

  6. რაღა ამის მოყვანას აპირებენ მაშინ, როცა გუნდში ამაზე უკეთესები ვყავს, კუალიარელა მატრის სახით….და მაგათ უპირებენ გაშვებას….ბეპე ყველაფერი კარგად მიგყავს და ბოლოს ახლა არ გინდა ასეთი სიურპრიზები რა…პაცინი არა რუშტუ…..წავიდეს სამპაში … იუვეში არარის როგორც ამის ადგილი ისე კრასიჩIს ადგილი ინტერში.

  7. ოღონდ ეს არა რა შესრულების უნარი არ აქვს…. ამას ისევ კვალი ჯობია :oldman: :oldman: საერთოდ მაგრად არ მევასება კვალი მაგრამ რავი რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.