ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვარჯიშის მიმოხილვა …

ბიანკონერი საქმეს შეუდგა , თუმცა მთავარი მწვრთნელის გარეშე . ანტონიო კონტე ამ ეტაპზე რომში იმყოფება დაკითხვაზე , რომელიც მისი ყოფილი ფეხბურთელის – კორობიოს ჩვენების გამოა გამოწვეული . თუმცა , მის არყოფნაში , მოთამაშეები საქმის გარეშე ნამდვილად არ არიან . წვრთნებს უშუალოდ ანჟელო ალესიო , ანტონიო კონტეს თამაშემწე უძღვებოდა . რამდენიმე მცირე ათლეტიკური ვარჯიშის შემდგომ , გაიმართა ტესტ მატჩი , სადაც თავი ალესანდრო მატრიმ გამოიჩინა . გატანილმა ბურთმა , უზომოდ გაახარა 500 – მდე ტიფოზი , რომელიც ესწრებოდა წვრთნის პროცესს . ორად ორი ფეხბურთელი , რომელიც ტოვებდა შეხვედრას იყვნენ არტურო ვიდალი და პაოლო დე ჩელიე , მათ მცირე ტრავმა აწუხებთ . სერიოზული არაფერია , თუმცა ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობენ მომზადებას . ოდნავ მოგვიანებით , გუნდს ჯუზეპე მაროტა შეხვდა , რომელმაც შატილიონის ხელმძღვანელობასთან სამ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა . ამგვარად , ბიანკონერი 2015 წლამდე , სწორედ ამ კუთხეში დაიწყებს , ხოლმე წინასასეზონო მომზადებას …

წყარო : tuttosport

14 thoughts on “ვარჯიშის მიმოხილვა …

  1. იბრას და ტიაგო სილვას წასვლით ისევ სერია ა იზარალებს. ხიბლს დაკარგავს ჩემპიონათი. ჯობია თანასწორ ბრძოლაში მოვიპოვოთ სკუდეტო ვიდრე გაფარჩაკებულ გუნდებს მოვუგოთ. ამ სიბერეში სულ გამოშტერდნენ გალიანიც და ბერლუსკონიც.

  2. პრაგმატულად მსჯელობთ
    არაფერში მჭირდება ტიტული რომელიც არა თანასწორ სიტუაციაშია მოგებული . მილანის და ინტერის დანგრევით და არა სათAნადო მეტოქის ყოლით ხიბლს კარგავს ყველაფერი

  3. ვინც გინდათ ეგ გაუშვან და მოიყვანონ მილანელებმა მთავარია ერთი მაგარი ფორვარდი მოვიყვანოთ და ყველას დავარბევთ სათითაოდ :forza: :forza:

  4. ეჭვი მაქვს მილანი სანაცვლოდ ტევეს დაიმატებს … ან რავი ) რას აპირებენ ვერ ვხვდები , დაანგრიეს იმენა ტიპებმა გუნდი

    1. ახლა ჭკვიანური ნაბიჯები ბაზარზე და ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით კონკურენტებზე :yes: ჰეგემონია და რამე :chuk:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.