ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta: მოლაპარაკებები არმეროს თაობაზე დასკვნით ფაზაშია

La Gazzetta dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად “უდინეზეს” საკუთრებაში მყოფი კოლუმბიელი მარცხენაფლანგელი პაბლო არმერო სულ მალე ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება. როგორც ზემოთნახსენები წყარო ამტკიცებს, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ფრიულის ბინადრებს 2 მილიონ ევროს გადაუხდის და 26 წლის მოთამაშეს იჯარის წესით აიყვანს, მომავალი წლის ზაფხულში კი არმეროს უფლებათა პაკეტს სრულად გამოისყიდის. მოცემული მომენტისთვის კლუბები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და წესით მოლაპარაკებები ძალიან მალე ლოგიკური შედეგითაც უნდა დასრულდეს.

წყარო: TuttoJuve

13 thoughts on “Gazzetta: მოლაპარაკებები არმეროს თაობაზე დასკვნით ფაზაშია

  1. ისლა და არმერო არანორმალურ სიმძლავრეს შეგვმატებენ.. და თან მაგარი ტეხნიკურები არიან, არმერო გაცილებით მეტად სისწრაფეზე მოქმედებს, აი ასამოა ტეხნიკურად უმაგრესად არის მზად.. ისლაც ძალიან მომწონს, მაგრამ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ მოვიაზრებ

    1. შენმა ნათქვამმა ძაან გამაკვირვა ასამოა მაგარია ახალი მოსულია და რა მაგარს უბერავს ეგ მერე ნახე კიდე უფრო მოუმატებს ისლაც კაია და ეს არმეროც :)

  2. ძაან მაგარია ეს მაგრამ უდინეზეს რა ეშველება :lool:
    აუ კაცურად რამე სტატია თუა კონტეზე ბონუჩიზე და პეპეზე დადეთ რა :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.