ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიელსა : ” ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია “

ბოლო რამდენიმე დღეა , ფერნანდო ლორენტეს გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი . ესპანელმა ფორვარდმა ღიად დააფიქსირა , რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას ამჟამინდელ კლუბთან . შექმნილი ვითარებით კი როგორც ჩანს ჯუზეპე მაროტა სარგებლობს და თუ აპენინელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ , იგი სულ მალე გახდება იუვენტინო . საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ბასკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამაც დააფიქსირა : ” არ მისაუბრია მასთან ამ თემაზე , რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ . ჯერ ჯერობით 100 % – ით არაფერია გადაწყვეტილი . ხოლო იმ კითხვაზე იასპარეზებს თუ არა იტალიაში , პასუხს ვერ გაგცემთ . მსურს კლუბისთვის და თავად ფეხბურთელისთვისაც საუკეთესო  და იმედი მაქვს ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ , რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები “ . საქმე იმაშია , რომ ლორენტეს კონტრაქტს ძალა 2013 წელს ეწურება და შესაბამისად , არსებობს რისკი იმისა რომ ბასკური კლუბი ყოველგვარი თანხის გარეშე შეელევა მას : ” გავყიდოთ ნანდო ეხლა , მანამ სანამ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაგვტოვებს ? ეს ჩემი საქმე არ არის , ამაზე აგენტები იზრუნებენ ” . 

წყარო : Tuttosport

9 thoughts on “ბიელსა : ” ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არაფერია “

  1. კაროცე ვიდალის ფასს რომ ვათვერიელებ კიდევ უფრო მიყვარდება ეგ ბიჭი ნამდვილი იუვენტინოა კორასონ ვიდალ!!! :love: :love: :love: vidal!!!!!!!!!!!!

  2. არ უნდა აგინოო ეხა ამ კვიპროსელებსს:@:@:@ საგოლ დილა და საგოლ ვაწაძე!!! იმენა შეასრულოა როჯამ ორივე გოლი პირდაგებული ვუყურებდი!!!

  3. ლორენტე ძლიერი ცენტრფორვარდია/ ისე ძეკო მირჩევნია/ იუვესთვის საუკეთესო შენაძენი იქნებოდა:

    მარცხენა ჰავბეკი – ადრიანო კორეირა
    წინა ხაზი – იოვეტიჩი და ძეკო

  4. ნუ თუ ჯეკო არა, მაშინ ლორენტეს მივესალმები ))

    არ შემიძლია არ ავღნიშნო, დილას ქართული გაკვეთილი კვიპროსზე.. :love: შემოგევლეთ ბიჭებო..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.