ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “მადლობა, ჯიჯი”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო ჯანლუიჯი ბუფონს სუპერთასის ფინალში გამარჯვების მისთვის მიძღვნისთვის მადლობას უხდის : “შაბათს წარსულში ვიმოგზაურე.თითქმის ოცი წლის შემდეგ “იუვენტუსის” გულშემატკივრების გვერდით ვიმყოფებოდი, თამაშს ვუყურე ბებერი ქალბატონის პირდაპირი ტიფოზის სტატუსით.უბედნიერესი ვიყავი, ტელევიზორთან ვიჯექი და “იუვეს” გამარჯვებას ვადევნებდი თვალს.შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც ნაპოლია.ეს ის გუნდია, რომელმაც დაიმსახურა პეკინში ყოფნა და მომავალ სეზონში, სკუდეტოსთვის იბრძოლებს.ჩემი კლუბის თითოეულ ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს – ამით ვამაყობ.საოცარია თბილი სიტყვების მოსმენა ისეთი მეგობრისგან, როგორიც ჯიჯია.ამდენი წლის შემდეგ ფინალმა ჩემს გარეშე ჩაიარა, ძალიან ვინერვიულე.მადლობთ, ჯიჯი.ბედნიერი ვარ, რომ თასი სწორედ შენ ააფრიალე, ეს იმ მუშაობის შედეგი იყო, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ.ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ბოლო ტიტული არ იყო.ალესანდრო. “

წყარო : ალესანდრო დელ პიეროს ოფიციალური ვებ-გვერდი

15 thoughts on “დელ პიერო : “მადლობა, ჯიჯი”

  1. აი ეს ხალხი მიყვარს რა ვგიჯდები. როგორც მილანიდან ნესტას და მალდინის ყველა სცემს პატივს ისე არიან ესენი. ცოცხალი ლეგენდები. ადრე იუვეს თამაშებს ალექსას გულისთვის ვუყურებდი და მაგრა ტეხავს რო წავიდა :(

  2. დაწერეთ რა რამე!!!
    ლორენტესტან პირადი კონტრაქტი უკვე გაუპორმებიაშ!!!ეხლა გუნდტან დარჩა ამბობენ 36 მილ უნდათო.არა მგონია ეს თანხა გადაიხადონ ალბატ ცოტა დისკაუნზე წამოვლენ ,,იმედია :forza: :forza:

  3. ძმებო პალაცი არ ისვენებს. ისევ აღძრა საქმე ბონუჩის, პეპეს და სხვა გამართლებული ფეხბურთელების წინააღმდეგ. :blin: :blin:

  4. a.conte – კი ძმაო მირკო ტოპ ფორვარდია!!! სერია A-ს ტოპ ფორვარდის გარეშე ვერ მოიგებ, შარშან მირკო წაგვიძღვა თავდასხმაში და ტიტულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა

    1. ჩემი აზრით მართლაც ძლიერი ფორვარდია..ცოტა სტაბილურობა აკლია თორე ბარეორ ტოპ ფორვარდს ჯობია :forza:

    2. არა ტოპ ფორვარდი არ არის მაგრამ იუვესთვის საჭირო მოთამაშეა ჩემი აზრით ტოპ თავდამსხმელი დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ცოტანი არიან
      ეტოო, იბრაჰიმოვიჩი, ფორლანი, ტორესი, სუარესი, კავანი, ფალკაო, დროგბა, ვილია, აგუერო, კლოზე
      მაგრამ ამათგან ევროპაში ვეღარ ბრწყინავენ ეტოო, ფორლანი, დროგბა და ვილია, კლოზე
      ასევე კარგი თავდამსხმელები არიან იგივე
      ვუჩინიჩი, ლევანდოვსკი, იგუაინი, ბენზემა, დი ნატალე, ჯეკო, ლორენტე, გომესი, კასანო, მილიტო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.