ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ფერნანდო ლორენტე განცალკევებით ვარჯიშობს, ბილბაოს “ატლეტიკი” კი მის გასაყიდად მზადაა და სასურველ შემოთავაზებას ელის.Sky Sport Italia  ტურინის “იუვენტუსის” ტოპ-ფორვარდად სწორედ ესპანელ ფეხბურთელს თვლის, რომლის ბასკებიდან წასვლის შანსი საკმაოდ მაღალია.ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კვლავაც ვერ მოხვდა მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ წინასამატჩო განაცხადში რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე მარსელო ბიელსას არ სურს, ლორენტეს მისცეს მოედანზე გამოსვლის შანსი.თავისმხრივ, თავდამსხმელი ბასკურ კლუბს გაშვებას თხოვს და ბიანკონერების წინადადებაზე დათანხმებას აიძულებს.ნებისმიერ შემთხვევაში, ესპანელები ნანდოს უსასყიდლოდ გაშვებას არ აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ტურინულ მხარესთან წარუმატებლად დასრულდება, ზამთარში გაასხვისებენ ფორვარდს.რაც შეეხება სტეფან იოვეტიჩს, მისი ფლორენციაში დარჩენა ვინჩენცო მონტელას შემდეგ “ფიორენტინას” პრეზიდენტმა, ანდრეა დელა ვალემაც დაადასტურა.ედინ ჯეკოს ქალაქელებიდან აბარგებას სერხიო აგუეროს ტრავმამ შეუშალა ხელი და ახლა ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებს რობერტო მანჩინი ადებს ვეტოს.და ბოლოს, ისიც ვთქვათ, ბრაზილიელი ლუსიოს ტრავმის შემდეგ ჯუზეპე მაროტამ ალბერტო მაზის არენდით გაშვება გადაიფიქრა, რომლის მომავალსაც “ჯენოას” უკავშირებდნენ.

წყარო :

27 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. აბა რას იგიჯებენ ეს მილანის ფანები თავებს ტოო, იმენნა სირაქლემას გვანან ტოო, და რა პონტში იციით? სირაქლემას რო მოსდევენ, ეგრევე ქვიშაში ჩაყოფს თავსდა იცით რატოომ? ფიქრობს მე ვერ ვხედავო და მეც აქეთ ვერავინ მამჩნევსოო, აი ესეა მილანის ფანები, რაც უნდათ მაგას ხედავენ რაა, კი მყავს მეც ძალიან ბევრი მილანის ფანები მარა ყველა ერთმანეთს რომ გავს მაგაზე ვპრიკოლობ რაა, რო აიჩემებენ :lool: :lool:

    1. რას იტანჯავ მერე თავს,ლივერი-სიტი იყო მაგისთვის გეყურებინა ეხლა მორჩა 2-2 გიჟი იგრა იყო… სუარესმა ჯარიმა შეაგდო :cry:

        1. მეც გავარტყი მარა სიამოვნების მიღება თუ გინდოდა იმისთვის უნდა გეყურებინა,სვარკა თუ გირჩევნია ეგ სხვა საქმეა :lool:

  2. გილოცავთ ბიჭებო იუვეს პირველ გამარეჯვებას, ეს პირველი და სხვა მრავალი. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რაა, და ამიხსენით რაა, ისევ მილანი-იუვეს თამაშზე მაქვს ლაპარაკი მუნტარის გოლზე, იმ მომენტში გოლი იყო მაგრამ სანამ მუნტარი ბურთს მიიღებდა ანუ, მაგან ხომ დაამატა ბურთს და თამაშგარესი არ იყო მუნტარიი? იუვეს ფეხბურტელი ხაზსს გარეთ იდგა თან და ხელებს წევდა რო თამაშგარეაო და ერთი ადმინ ნახე აბა მართალი არ ვარ?

    1. კი ბრატ თამაშგარეში იყო… ვიდალმა ჩატოვა. თუ დააკვირდები ვიდალი ხაზის იქით იყო და შესაბამისად მუნტარი აფსაიდში იყო. მსაჯის ერთადერთი შეცდომა მაგ მომენტში იყო რო ალამი არ აწია…

  3. კაი რა,ვილას ვინ გაუშვებს,მითუმეტეს რო არავინ უყიდიათ… არ ყავდათ შარშან და ხო ნახეთ როგორ აკლდათ,ჩელსისტან რო ყოლოდათ ეგ 99% დარწმუნებული ვარ გავიდოდნენ… მარტო მესის იმედზე არ დაიტოვებენ თავს,დანარჩენები კიდე უვარგისები არიან,მაგათ ჩვენი ფორვარდები ჯობია კიდე :lool:

  4. juventino3969

    ჩვენთან დევს სტატია სადაც მაროტა კატეგორიულად უარყოფს ვილასთან მოლაპარაკებებს . ასე რომ …

    1. რას ქვია დაპირისპირება რატო გვაქ ? ისე ბაჯო რო იყიდა იუვემ ფიორედან მაგის მერე დაიძაბა ძაან ურთიერთობა ტიფოზებს შორის და დღემდე გრძელდება.

  5. კარგია ლორენტე გვინდა.
    იმენა რომას საიტზე გავგიჟდი ცალკე სამყაროში ცხოვრობენ იმენა :D მაგათ რო კითხო რომა იუვეზე მაგარი გუნდია თან კამათ უუნარო ხალხია სუ ყველა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.