ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” სერია ა ” 2 ტური : ” უდინეზე ” – ” იუვენტუსი ” ( სავარაუდო შემადგენლობები )

პირველ რიგში აღსანიშნავია , რომ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა , რომელსაც სპეციალისტები დღევანდელ მატჩში , საწყის წუთებშივე გამოჩენას უწინასწარმტყველებენ . თუმცა უმჯობესი იქნება მეკარის პოზიციიდან დავიწყოთ : აქაც სასიხარულო ინფორმაციაა კარერასთვის , რადგან ჯანლუიჯი ბუფონმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა დაიცვას საკუთარი გუნდის კარი . ტაქტიკა როგორც ჩანს უცვლელი იქნება 3-5-2 . დაცვაში როგორც უკვე გითხარით , სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ჯორჯო კიელინის გამოჩენას , მასთან ერთად მინდორზე კი ბონუჩი და ბარძალი იასპარეზებენ . ეს ზუსტად ის დაცვის ხაზია , რომელმაც გასულ სეზონში ყველაზე ცოტა ბურთი გაუშვა კალჩოში . ნახევარდაცვას რაც შეეხება – ფლანგებზე ლიხტშტაინერი და შესაბამისად ასამოა გაირჯებიან , სხვათაშორის ეს იქნება პირველი მატჩი , რომელშიც განელი ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება და თან ფრიულიზე . ცენტრი ხელშეუხებელია მარკიზიო – პირლო – ვიდალი . რაც შეეხება წინა ხაზს , იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით ჯიოვინკომ უმოკლეს პერიოდში დასძლია ის ტრავმა , რაც სერია ა-ს პირველ ტურში მიიღო პარმასთან დაპირისპირების დროს და პირველ ნომრად განიხილება ვუჩინიჩთან ერთად თავდასხმის ტანდემის შექმნაში …

სავარაუდო შემადგენლობები

უდინეზე ” ( 3-5-2 ) : ბრკიჩი , ბენატია , დანილო , დომიცი , ბასტა , პინცი , პერეირა , ლაცარი , არმერო , ფაბრინი , დი ნატალე.

სათადარიგოთა სკამი : პადელი , ჰეურტაქსი , კოდა , ანჯელა , გაბრიელ სილვა , პასკუალე , ფარაონი , ვილიანსი , ალანი , მურიელო , ბარეტო.

იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) ბუფონი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ლიხტშტაინერი , ვიდალი , პირლო , მარკიზიო , ასამოა , ჯიოვინკო , ვუჩინიჩი.

სათადარიგოთა სკამი : სტორარი , ბრანესკუ , მარონე , კასერესი , დე ჩელიე , პოგბა , ჯიაკერინი , მატრი , კუალიარელა.

დანაკლისი : პეპე ( ტ ) , ლუსიო ( ტ ) , პადოინი ( ტ ), ისლა ( ტ ).

 

18 thoughts on “” სერია ა ” 2 ტური : ” უდინეზე ” – ” იუვენტუსი ” ( სავარაუდო შემადგენლობები )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.