ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” სიმშვიდე და გამარჯვების წყურვილი “

ჯიორჯიო კიელინი ორთვიანი შესვენების შემდეგ ისევ მწვანე მინდორს დაუბრუნდა. იტალიელმა მცველმა უკვე “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და კლუბის გამარჯვებაშიც შეიტანა წვლილი. ახლა კიელინი გასულ შეხვედრასთან ერთად, მომავალ დაპირისპირებებზე საუბრობს…

ფრიულიში კარგი მატჩი შედგა, თავიდანვე ვიგრძენით, რომ დასაწყისში მომხდარი ინცინდენტისგან დამოუკიდებლად, ჩვენი თამაშის ჩვენებით შეგვეძლო გამარჯვების მოპოვება. ორი თვის გამოტოვების შემდეგ, შინაგანად, ცოტა დაძაბული ვიყავი. მხოლოდ ათი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც თანაგუნდელებთან ერთად დამეწყო ვარჯიში, ამასთან, არცერთ ამხანაგურ მატჩში არ მიმიღია მონაწილეობა, მხოლოდ სავარჯიშო სპარინგებში მეძლეოდა ფორმის აღდგენის საშუალება. მაგრამ მოედანზე გასვლისთანავე დადებითად განვეწყვე და დაძაბულობა კონცენტრაციაში გადაიზარდა. ძალიან ძნელია გუნდისგან ჩამოშორება. ხედავ, როგორ ვარჯიშობენ შენი თანაგუნდელები და მათ გვერდით ყოფნა გინდა.

კიელინის გუნდის მაისურით 250-ე მატჩამდე მხოლოდ სამი შეხვედრა აშორებს, მაგრამ ჯიორჯიოს უკვე ახალი მიზანი აქვს: “ ყოველთვის მინდოდა 300 -მატჩიანი ნიშნულის მიღწევა. როცა “იუვენტუსის” მუზეუმში ვიყავით, იმ ფეხბურთელების მაისურები ვნახე, ვინც უკვე მოახერხა ეს. როცა 300 შეხვედრა გაქვს ერთი გუნდის მაისურით ჩატარებული, ეს ნიშნავს, რომ მისი ისტორიის ნაწილი ხარ და საკუთარი ცხოვრების დიდი წილი დაგიკავშირებია მასთან. ”

რაც შეეხება მომავალ გამოწვევებს, სიმშვიდე და გამარჯვების წყურვილი უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ტაქტიკა და ფეხბურთელებიც საჭიროა, მაგრამ ეს სხვა დროსაც არ გვაკლდა. სწორედ პირველი ორია გამარჯვების მთავარი გასაღები. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

24 thoughts on “კიელინი: ” სიმშვიდე და გამარჯვების წყურვილი “

    1. ბრატ სკაიპი თუ გაქვს დაწერე))) ჩემ კომპსაც ეგრე ჭირდა ხმა არ ქონდა და მაქვს რაღაც დრაივერი :)))) დააყენე შენც და იქნებ ქონდეს ხმა )

  1. ალექსა სიდნეიში წავიდა :love: 1-2 წელი ითამაშებს და მერე იმედია იუვეს დირექტორიატში მოვა “მაროტას” ადგილზე :mrgreen:

  2. ფორმა თუ გინდა ამის ქვედა სტატიაში შედი და დავწერე სად უნდა იყიდო. საუნდკარტა დაგეწვა ხმა თუ არ აქვს ))
    20-30 ლარის დადება ღირს იუვეს ჩემპიონობაზე, რა იცი რა ხდება :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.