ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტეს სამომავლო ტაქტიკური იდეები …

იტალიური პრესის მოსაზრებით , მიმდინარე სეზონში ” იუვენტუსი ” განსხვავებული ტაქტიკური სქემებით იასპარეზებს . მიუხედავად დისკვალიფიკაციისა , კონტე კონცენტრირებულია გრძელ და დამღლელ სეზონზე . ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა 3-5-2 წყობით დაიწყო ჩემპიონატი , თუმცა არც სხვა სქემებისთვის უკვრია ხელი . შესაძლოა ანტონიომ 4-3-3 დააბრუნოს , თუმცა ჯერ ჯერობით ეს იდეა ყურადღებით მუშავდება , რადგან აუცილებელია იმის გაგება რამდენად კარგად მოერგებიან კონკრეტული ფეხბურთელები ამ სქემას . არ არის გამორიცხული საერთოდ ინოვაციური იდეით გამოვიდეს ” იუვენტუსი ” და 3-3-4 იასპარეზოს ანდაც დაუბრუნდეს ძირძველ 4-2-4 -ს სადაც ერთ ერთი ცენტრ ფორვარდი უკან იწევს ხოლმე და საშუალებას აძლევს ფლანგელ გარემარბებს აგრესიულად ჩაერთონ შეტევაში . ასეთ შემთხვევაში ხელფეხი ეხსნება ვუჩინიჩს , რომელიც იდეალურად გრძნობს თავს , თუმცა არც ჯიოვინკოს დავიწყებაც შეიძლება ამ სქემაში . აღსანიშნავია ლიხტშტაინერის და ასამოას საიმედო ასპარეზობა როგორც წინა ხაზში ასევე რა თქმა უნდა დაცვაშიც . კონტეს მათი სახით აქვს გარანტი საიმედოობისა ფლანგებზე , რაც ასე აკლდა გუნდს გასულ წლებში . სხვათაშორის სცენაზე შესაძლოა სულ მალე მაურისიო ისლა გამოჩნდეს , რომელიც სულმოუთქმენლად ელის დებიუტს ბიანკონერის მაისურით . თუმცა , ეს ბოლო გეგმა როდია . არსებობს კიდევ ერთი იდეა ფანტაზისტასთან ერთად , რომელიც სავარაუდოდ ჯიოვინკო იქნება ან ვუჩინიჩი – 3-4-1-2 …

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “კონტეს სამომავლო ტაქტიკური იდეები …

  1. არამგონია 3-3-4 ით ითამაშონ იმიტო რო მაგ შემთხვევაში ძალიან ბევრი სირბილი მოუწევს თითოეულს… უფრო ჯობია დაცვის დროს როგორც ეხა იცავენ თავს ისე ქნან და შეტევის დროს მოსულა 334 :forza:

  2. bero-juve10
    ლიხშტაინერი სად დავაყენო მერე თავდამსხმაში?
    დაცვაში მაგარია და იატლიაში ერთერთი საუკეთესოა ამრა წინ რო მიდის იბნევა და 1 საათი ფიქრობს რა გააკეთოს, დასწრებაზე კაია მარა ბურთთან ერთად ვერაფერს ვერ აკეთებს
    პეპემ რა დაგიშავა ითამაშა და არ მოგეწონა?
    ტრამვა ქონდა და მიტო არ იყო აქამდე ახლა დაუბრუნდება სასტავს
    :italy: :achuu: :italy:

  3. ეს 3 5 2 არ მომწონს
    დაცვასი 3 აკცი უეჭველი უნდა იყო ბარძალი ბონუჩი კიელინი
    ნახევარდაცვაში 3 უეჭველი პირლო მარკიზიო ვიდალი
    წინ 2 უეჭველი სება მირკო დანარჩენი ორი ვინ იქნება საინტერესოა, პეპე ლიხშტაინერი კასერესი დეჩელიე ასამოა ისლა მატრი და სად?
    მინიმომ 7-8 კაცს აქ სასტავში თამაშზე პრეტენზია, ვინც ზამენის კაცად ითვლება

  4. ——————————–ჯიჯი————————-

    ——————–ბარძალი—-ბონუჩი—–კიელინი————

    —————-ვიდალი——-პირლო—–მარკიზიო————-

    პეპე————–სება——————–მირკო———-ასამოა

    ეს სასტავი მინდა ცელსისთან :chuvak:

    1. ლიხშტაინერმა რა დაგიშავა თუ პეპეზე მეტს ვერ გააკეთებს
      საერთოდ წელს პეპემ იმაზე იფიქროს რომ თამაშის საშვალება მიეცემა თუ არა
      მაქსიმუმ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატაროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.