ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი იუვენტინო ოქროს ბურთის პრეტენდენტთა რიცხვში …

იტალია კვლავინდებურად მოწოდების სიმაღლეზეა . 53 გაფართოებული სიიდან , რომელთაგან ერთი ოქროს ბურთის მფლობელი გახდება , 6 იტალიელია . ნახევარი ამ სიიდან იუვენტინოა : ბუფონი , პირლო და მარკიზიო . დანარჩენები არანაკლებ გამორჩეული ფიგურები არიან : მარიო ბალოტელი , დანიელე დე როსი და ანტონიო დი ნატალე . პირველი გამოკითხვის შემდეგ , ეს ციფრი 23-მდე დაიწევს . ფეხბურთელებთან ერთად ასახელებენ საუკეთესო მწვრთნელსაც სადაც ასევე ექვსი აპენინელი სპეციალისტია შესული : ჩეზარე პრანდელი , ლუჩანო სპალეტი , რობერტო დი მატეო , ფრანჩესკო გვიდოლინი , რობერტო მანჩინი და ვალტერ მაცარი . მართლაც გამორჩეული ფიგურები არიან , თუმცა ამ სიაში თვალსაჩინოა ანტონიო კონტეს არ ყოფნა , რომელიც ამჟამად დისკვალიფიცირებულია კალჩიოკომისიის საქმის გამო .

წყარო : TuttoJuve

18 thoughts on “სამი იუვენტინო ოქროს ბურთის პრეტენდენტთა რიცხვში …

  1. ესეც ბენდტნერი, მომეწონა, მშვენიერია, სკეპტიკოსებო ხომ ხედავთ შესძლებია ამ კაცს თამაში. ეხლაც იტყვით რამეს?

  2. ანუ არსენალის რეკორდი უნდა დავამხოთ 49 წაუგებელი მატჩი ჰქონია პრემიერლიგაში…

    შარშანწინდელ ბოლო ტურს ემატება 38 შარშან და პლიუს 7 წელს… ანუ გამოდის 46 მატჩია არ წაგვიგია…

    და ეხლა მილანი მითხარით ძმურად რამდენ მატჩიანი წაუგებელი გამოცხო? მართალია 18 კლუბიან ჩემპიონატჩი მოახერხა ეგ მაგრამ, ეს არაფერს ცვლის…

    მინდა მილანზე და არსენალზე წინ დავდგეთ წაუგებელ სერიებში…

    1. რაღა გვიდოლინის მიადეგი გვიდოლინის ნაირი ტაქტიკოსი ბევრი არაა ევროპაში
      უცნობი ფეხბურთელებით კი ანგრევს იტალიაში ყველას

    1. ნახე გოლი? მსაჯმა რაები აკეთა.პენალი არ დანიშნა ბონუჩის წაქცევაზე, ამას მოყვა სომხების საგოლე კონტრატაკა და თან ამ შეტევაში მაჯოს თავი ჩაარტყა რომელიღაცა არმენმა და არც ჯარიმა დადო.
      ისე კი, მხითარიანმა მაგრად შეასრულა. სამწუხაროდ საქართველოს ესეთი დონის ფეხბურთელი არ ყავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.