ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” 115 წლისაა

დღეს , ტურინის ” იუვენტუსი ” საკუთარი არსებობის 115-ე წელიწადს აღნიშნავს . იმ მოკრძალებული მომენტიდან , როდესაც კლუბის შექმნის იდეა ლეგენდარულ სკამზე დაიბადა , გუნდი დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ერთ ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელს ატარებს . საუკუნეზე მეტია ” იუვენტუსი ” მილიონობით გულშემატკივარს ახარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით . ამ უდიდესი ისტორიის მანძილზე , კლუბის ფერები არა ერთ გამორჩეულ და ლეგენდარულ ფეხბურთელს დაუცვია , რომლებიც გულშემატკივრებს სიამაყით ავსებდნენ . არავისთვის არის ახალი , რომ აძურის ბირთვს ყოველთვის ” იუვენტუსის ” მოთამაშეები ადგენდნენ . 30 სკუდეტო და არა ერთი ევროპული თასი უმაგრებს კლუბს ზურგს , რომელიც განაგრძობს წინ ყურებას . ღირშესანიშნავი დღის გათვალისწინებით , ბიანკონერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გადაწყვიტა შემდეგი სიმბოლური აქციის ჩატარება : ტვიტერზე შესაძლებელია გაგზავნა juventusfc , თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ #AuguriJuve . საუკეთესო მილოცვას , ” იუვე არენის ” ეკრანზე აჩვენებენ , მანამ სანამ ” იუვენტუსი ” – ” ინტერის ” დაპირისპირება დაიწყება .

49 thoughts on “” იუვენტუსი ” 115 წლისაა

  1. გილოცავთ ყველას იუვენტინებო, უზომოდ ამაყი ვარ იმით რო მეც ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ. იუვეს 2002 წლიდან ვბალეშიკობ, არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე პირველად რო მიმიყვანეს მშობლებმა ჩვენი რაიონის ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში, მაშინ 13 წლის ბიჭუნა ვიყავი და პირველად მოვირგე საფეხბურთო ფორმა, იუვეს შავ-თეთრი მააისური. მას შემდეგ ჩემს ძარღვებში შავ-თეთრი სისხლი ჩქეფს. მართალია ჩემგან ფეხბურთელი არ დადგა, მაგრამ იუვეს სიყვარული სამუდამოდ ჩამრჩა გულში. :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. გილოცავ იუვეე :forza: :forza: :forza: ….. მე 10 წლიდან იუვენტინო ვარ,ჩემი პირველი თამაში უეფას თასი იყო,იუვე-ბორუსია 1995 წელი,ორი მატჩის ჯამში მოუგო იუვემ,ბაჯო ბრწყინავდა იმ დროს,ტუმცა მერე წააგეს ფინალი პარმასთან დინო ბაჯომ გაიბწყინა,აი მომდევნო წელი კი მაგრად მახსოვს,ხვდებით ალბათ რატომაც :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.