ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს პასუხი ” სენიორ ” კასანოს …

ბიანკონერის ოფიციალური ვებ გვერდის დახმარებით , ანტონიო კონტემ შემდეგი სახის რეაგირება მოახდინა ანტონიო კონტეს განცხადებაზე :” საკმაოდ დიდი გაკვირვება გამოიწვია სენიორ კასანოს დღევანდელმა განცხადებამ და სწორედ ამიტომ გარკვეული სახის განმარტება მინდა რომ გავაკეთო . პირველ რიგში ნამდვილად არ მიხსენებია სიტყვა მორალი , რომელიც საკმაოდ დატვურთულია სხვადასხვა კუთხით , მიუხედავად იმისა , რომ დისკვალიფიცირებული ვიყავი ინფორმაციის არ გამჟღავნებისთვის , რაზეც ადრე უკვე დავაფიქსირე პირადი აზრი . კითხვაზე რისი მიხედვით ვარჩევდით მოთამაშეებს , უპირატესობა ადამიანზე გავამახვილე , რომელიც ფეხბურთელებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრებდა და იქნებოდა უნაკლო პროფესიონალი . ჩემი სიტყვების მნიშვნელობაზე გეტყვით : შრომა , პატივისცემა წესების მიმართ , პატივისცემა როლის მიმართ , გუნდის მიმართ გამოჩენილი ერთგულება. ვფიქრობ სენიორ კასანოს ბევრი არა ორდინალური მომენტები ჰქონია კარიერის განმავლობაში , კაპელოს იმიტირება რეალის პერიოდში , როზეტის სიტუაცია და კიდევ ბევრი სხვა . მის ბიოგრაფიაში ბევრი ასეთი ეპიზოდია ასახული , განსაკუთრებით 109 გვერდს გამოვყოფდი. ზედმეტს არაფერს დავამატებ რადგან არ ვთვლი საჭიროდ . როდესაც გარკვეულ ტერმინებს ვიყენებ , მის პირდაპირ მნიშვნელობაზე ვაკეთებ აქცენტს ” .

წარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი 

 

2 thoughts on “ანტონიო კონტეს პასუხი ” სენიორ ” კასანოს …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.