ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მომავალი მეტოქის მოლოდინში …

ბიანკონერის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაბრუნება , წარმატებული გამოდგა , თუმცა თავდაპირველად იქმნებოდა შთაბეჭდილება , რომ კონტეს გუნდი ჯერ ჯერობით არ იყო მზად ამ დიდი ტურნირისთვის . საწყის სამ მატჩში ბებერ ქალბატონს ამდენივე ქულა ჰქონდათ აღებული და თუ სიტყვაზე დანიურ კლუბთან , გაუმართლებლობას დავაბრალებთ სამი ქულის ვერ აღებას , ” ჩელსისთან ” და განსაკუთრებით ” შახტართან ” შინ ნათამაშებმა მატჩმა , უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა . სწორედ ამიტომ კრიტიკოსები ინგლისურ და უკრაინულ კლუბებს ანიჭებდნენ უპირატესობას და ” იუვენტუსს ” ევროპა ლიგის საგზურს უწინასწარმეტყველებდნენ . საბედნიეროდ , ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ბიანკონერიმ უნაკლოდ განვლო , დაამარცხა ყველა მეტოქე , მათ შორის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ” ჩელსი ” , დამსახურებულად დაიკავა პირველი პოზიცია და უკვე ხვალ გახდება ცნობილი , თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდება 1/8 ფინალურ სტადიაზე . მანამდე კი სრულიადში შეგიძლიათ გაიხსენოთ ის გზა , რაც ” იუვენტუსსმა ” განვლო 1/8 ფინალამდე …

23 thoughts on “მომავალი მეტოქის მოლოდინში …

  1. არააქვს მნიშვნელობა ვინ შეგხვდება ყველას მოუგებთ ამ სავარაუდო გუნდებიდან არსენალი მინდა ძაან თავის ადგილი უნდა მიუჩინოთ მაგათ რომ თავი გრანდი გონიათ :forza:

  2. ჯორჯოს ტრამვას რამე სასწაული თუ არ ჭირს გადავიტანთ რა,პირველ თამაშში მაინც არ იქნებოდა,და ეხლა რეალის გარდა ვინც არ უნდა შეგვხვდეს ჯორჯოს გარეშეც მოვუგებთ სავარაუდოდ და მერე 1/4 ფინალამდე იმედია ჯანზე იქნება :forza: :forza:

  3. რეალი არ მინდა ჯერ და არც არსენალი შემდეგ ეტაპისთვის ორივეს მივესალმები
    ყველაზე კარგ ვარიანტად ჩემი აზრით სელტიკი ან გალათასარაია
    ვნახოთ მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს.

  4. Balotelli___45___<3

    ხვალ სამის ნახევარზეა კენჭისყრა ))

    forza bianconeri

    ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის კენჭისყრა იკითხა )) თამაში ზეგაა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.