ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე : ” იანვარში ” ატლეტიკს ” აუცილებლად დავტოვებ ”

აპენინური პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” მზად არის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 4-7 მილიონ ევრომდე შესთავაზოს ბილბაოს ატლეტიკს ბასკი ფორვარდის , ფერნანდო ლორენტეს სანაცვლოდ , რომელიც აუცილებლად დატოვებს კლუბს უახლოეს პერიოდში : ” რატომ მივდივარ ? ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება . სიმართლე იმაში მდგომარეობს , რომ ეს ძალზედ მტკენს გულს , რადგან მშობლიურ ადგილთან განშორება ადვილი არ არის , თუმცა ცხოვრება ასეთია . ძალზედ ვწუხვარ , რომ ახალი წლის შემდეგ აღარ ვიასპარეზებ ” სან მამესზე ” . ყველაფერი ჩემი აგენტების ხელშია . მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალური სახის ინტერესები მაქვს : მსურს ვარჯიშობდე და ვთამაშობდე . სად ვიასპარეზებ ? უბრალოდ ვფიქრობ ფეხბურთზე და ჩვენს ლიგაზე “ – განაცხადა ბასკმა Tuttosport – თან საუბარში . მოარული ხმების თანახმად ლორენტე კარიერას ტურინში განაგრძობს , თუმცა თუ ” ატლეტიკმა ” ბოლომდე გამოიყენა ხელშეკრულება , მაშინ ფერნანდო ” იუვენტუსს ” სრულიად უფასოდ უკვე ზაფხულში შეუერთდება . სხვადასხვა წყაროების მტკიცებით ფორვარდსა და კლუბს შორის უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება .

წყარო : Calcionews24

6 thoughts on “ლორენტე : ” იანვარში ” ატლეტიკს ” აუცილებლად დავტოვებ ”

  1. მე მაგარი გამისწორდება მატრის და კვალის თუ გაყიდიან და ლორენტეს და იმობილეს თუ დაიმატებენ კმაყოფილი ვიქნები

  2. ჩემი პროგნოზიტ, ეს მადრიდის ატლეტიკოში წავა, რომელიც მას ფალკაოს შემცვლელად მოიყვანს. ნუ ვერ შეცვლის იასნა ღირსეულად, მაგრამ ამ ეტაპზე მშვენიერი კანდიდატურაა…

    რაც შეეხება იუვეში გადმოსვლის საკითხს, მე ძალიან მინდა მისი იუვეში ხილვა… მე-2 სართულზე მაგარია და ასევე ძლიერი ფორვარდია საჯარიმოში. პირლოდან უამრავ შანს მიიღებს და გამოიყენებს კიდეც. ტან სულ რომ სკამზე გაახმონ ამაში 8-10მლს გადახდაც კი ღირს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.