ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” კიევო ” – ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელთა შეფასებები )

ტურინის ” იუვენტუსმა ” გასვლაზე დაამარცხა ” კიევო “, რითაც ” ბებერი ქალბატონი ” სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

 

ჯანლუიჯი ბუფონი -6. თითქმის არც შეუწუხებიათ. გაშვებულ გოლში დამნაშავე არ არის.

 

 

ბარძალი – 6. ძირითადი მცველებიდან მხოლოდ ის დარჩა. გამოიყურება ცოტა დაბნეულად.

 

 

მარონე – 6.5. რამოდენიმე ლამაზი ართმევა. თამაშობს თვითდაჯერებულად.

 

 

კასერესი -6. გამოიყურება მჭიდროდ.

 

 

ლიხშტაინერი -7. გოლის მომენტში მას ბურთი პოდნოსით მიართვეს. ფლანგზე შეუჩერებელია.

 

 

პადოინი ( 69-ე წუთიდან ) 6 – თამაშობს ანგარიშის შენარჩუნებისთვის.

 

 

ვიდალი – 7.  მატჩის მიწურულს ” მფრინავი ვირების ” კონტრშეტევის დროს  უჩქმიტა  მათ. ეს ეპიზოდი მთელი მატჩის განმავლობაში ახასიათებს არტუროს.

 

 

პირლო – 6.5 . ბრწყინვალე  პირველი ტაიმი. მისი პასებით ” იუვემ ” შეძლო მატჩის კონტროლქვეშ აყვანა, როდესაც კიევო ” ფეხცარიელი ” დარბოდა. მეორე ტაიმში არც ისე შესამჩნევია. პოგბას უცვლის ადგილს და უფრო ჩაშლაზე თამაშობს

 

 

პოგბა – 6. ყოველთვის სასიამოვნოა, მისი შეტევაში ჩართვის ცქერა. რასაც ბოლო 20 წუთის მანძილზე აკეთებდა. იქამდე არც ისე შესამჩნევი იყო.

 

 

დე ჩელიე -6 . მარცხენა ფლანგიდან შეტევაში კარგია, მისი ჩაწოდებებით  ” კიევოს ” მცველებს სიმშვიდეს უკარგავს. რითაც ცდილობს დაარწმუნოს ყველა რო არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ ერთი წლისწინანდელი დე ჩელიეს მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი

 

 

 ჯოვინკო -6. ერთი პლიუსი ლიხშტაინერზე პასი,  დანარჩენი ყველაფერი მინუსი. მოედანს ტოვებს ბარძაყის ძლიერი ტკივილის გამო.

 

 

კვალიარელა  (59-ე წთიდან) -6 . მზად არის გადაატრიალოს სამყარო, მაგრამ ამჯერად ის თავის ადიგილზეა.

 

 

მატრი – 7. ბრწყინვალე დარტყმა და გოლი. დანარჩენ ასპექტებშიც მშვენივრად თამაშობს. გახდება თუ არა იგი გუნდის ბომბარდირი ? ამას მეტი სათამაშო დრო ჭირდება.

 

 

 ისლა ( 86 -ე წთიდან ) – შეფასების გარეშე

 

ალესიო -6.5

 

 

 

 წყარო : La stampa

31 thoughts on “” კიევო ” – ” იუვენტუსი ” ( ფეხბურთელთა შეფასებები )

          1. გუშინ ტოტენჰემა რა მიკისრა მაგათი მეტი მინდოდა და 1 ზე მეტი არ გავიდა 20 მქონდა დადებული და სუყველა დაჯდა მილანი იუვე მალაგას ნაკლები დავსი ინტერის მეტი ნაპოლის ერთი და მაგან გამისხა :chuvak:

  1. კვალის ძაან მაგარი შეფასება აქ
    მე ვიძახი რო მატრი კვალი ძაან მაგარი დუეტია, თუ მანდამაინც ჯოვინკოს თამაში უნდა მაშინ სამივე დააყენოს ლიგაზე ანელკა შეუბერავს

  2. delpieronedved
    ძაან მაგარია მაგი სულ იგებ და მერე ერთხელ აგებ ყველაფერს :chuvak:
    ეტყობა ახალი დაწყებული გაქ, სანამ მოგებაში ხარ შეეშვი თუაარ იმ მოგებულსაც წააგებ და კიდე ზევიდან
    მაგარი უაზრო რაღაცაა, მაგას ჯობია ცოცხალ ადამიანებზე დადო თუ მანდამაინც
    მე ამ ბოლო დროს მარტო კალათბურთზე ვთამაშობ და ხშირად ჯდება, ოღონდ არა ნბეი და ევროლიგა

      1. ახლა დავდევი დელბონისის და გაბაშვილის მეტობებზე ჩოგბუთში, თუ დადება გინდა რომელიმეზე დადევი და გაგიორმაგებს
        ერთერთი წესით უნდა დაჯდეს და იქნება გაგიმართლოს :chuvak:

          1. ოღონდ რო წავაგოთ მე არ დამაბრალო :chuvak: გაბაშვილი უფრო უეჭველი მგონია
            ჩოგბურთში გუშინ ერანმა მიღალატა თუარა ისე ვარტყამ ზოგჯერ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.