ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიალი : ” ” ბაიერნი ” ? უფრო მეტად ” ბორუსიაზე ” უნდა ვფიქრობდეთ ”

სრულიად იტალია მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ კენჭყისრას და იმის გაგებას თუ ვის შეხვდება ერთადერთი იტალიური კლუბი , რომელიც ჩემპიონთა ლიგას შემორჩა 1/4 ფინალურ სტადიაზე . აპენინებზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ ” ბაიერნზე ” და ყველა რატომღაც ერთხმად აცხადებს , რომ კონტეს გუნდისთვის ეს ერთი ორად რთული ბარიერი აღმოჩნდება . საკუთარი აზრი კი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანლუკა ვიალის გააჩნია : ” სიმართლე გითხრათ მიუნჰენურ ვარიანტს გადაულახავად ნამდვილად არ მივიჩნევ , მაგრამ მეორე გერმანულ კლუბს კი ნამდვილად შევხედავდი დიდი სიფრთხილით . დორტმუნდელები შესაძლოა 20 ქულით ჩამორჩებიან ბუნდესლიგაში ” ბაიერნს ” , მაგრამ ევროპაში ისინი გაცილებით კარგად გამოიყურებიან და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ ვიდრე მისი კონკურენტი გერმანიაში . არაფრის დიდებით არ დავივიწყოთ მოირინიო , რომელსაც გარდა იმისა , რომ სუპერ კლუბი ჰყავს , იცის იტალიური ფეხბურთი კარგად და ესმის თუ რა უნდა დაუპირისპიროს მათ . ვის ვისურვებდი მეტოქედ მწვრთნელის ადგილზე რომ ვიყო ? ” გალათასარაი ” ვფიქრობ რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა ამ ეტაპისთვის . ისე კი ბარსელონა და რეალი თუ არ შეხვდება ჯერ ჯერობით კონტეს გუნდს და პლიუს ზემოთხსენებული ” ბორუსია ” , ცუდი ნამდვილად არ იქნება “ .

წყარო : tuttojuve

1 thought on “ვიალი : ” ” ბაიერნი ” ? უფრო მეტად ” ბორუსიაზე ” უნდა ვფიქრობდეთ ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.