ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ემიუს” ვიდალიც მოუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედს” “იუვენტუსის” ფეხბურთელები უზომოდ აინტერესებს, ამას ნელ-ნელა თვითონ ამტკიცებენ. ჯერ იყო და, სერ ალექს ფერგიუსონს ჩერნოგორიელი მირკო ვუჩინიჩის გაფორმება 15 მილიონად უნდოდა (ამ ტრანსფერზე “იუვენტუსის” პასუხი ჯერ უცნობია), შემდეგ კლაუდიო მარკიზიო, რომელშიც 30 მილიოონზე უარი მიიღეს, ასევე იუარეს პოგბას “ემიუში” დაბრუნება 30 მილიონად ტურინელებმა, ახლა კი კვლავ ნახევარმცველებს მიადგნენ – შემდეგი არტურო ვიდალია. ვიდალით “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა “რეალ მადრიდი”,”პსჟ” და “ბაიერნი” ინტერესდებიან. “ბაიერნმა” ვიდალის თაობაზე უკვე 45 მილიონი შესთავაზა ტურინულ გრანდს, მაგრამ იტალიელებისგან ცივი უარი მიიღეს. “მანჩესტერი” სავარაუდოდ “იუვენტუსს” 50-55 მილიონს შესთავაზებს.

წყარო: Talksport

14 thoughts on ““ემიუს” ვიდალიც მოუნდა

  1. კაი რა პანტაზიორები ხართ … გიოტცეში 35 იძლევიან და ვიდალი ღირს 40-55 კაი რა რა ჭორებს ავრცელებთ….

    1. შენ იუვეს ფანი არ ხარ ალბათ ვიდალის თამაში ნანახი თუ გაქ ან გიოთზე რა შუაშია გიოთზე სხვა პოზიციაა ვიდალი სხვა და ვიდალი მის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა ერთ-ერთი კი არა საუკეთესო :forza:

      1. იუვეს ფანი ვარ გენაცვალე და თამაშსაც ვუყურებ (თითქმის) ყველას.. ვიდალი მუშა ფეხბურთელია რომელიც არ ჩერდება სტადიონზე, მაგრამ აქ რო წერენ 55 მილიონი გირსო სრული აბსურდია:-P:-P:-P:-P:-P

  2. მე მაგალითად ვიდალს გავუშვებდი პ.ს.ჟ ში თუ მოგვცემდნენ ვერატი იბრას და +60 მილიონს :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  3. ეგ თემაა ზუსტად, თუ არსენალივით უნდათ ტურნირებში მხოლოდ მონაცილეობა მიიღონ და წამყვანი მოთამაშეები გაყიდონ კარგ ფასად, წატმატებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. მაგრამ მე მგონია არ შეეხებიან ვიდალს

  4. თუ გუნდის აშენება და განვითარება უნდათ, ვიდალი არ უნდა გაყიდონ არცერთ ვარიანტში არანაირ თანხად! და თუ ფულის კეთება უნდათ მაშინ იუვე დაიღუპება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.