ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რეალმა” და “იუვენტუსმა” იგუაინის ტრანსფერის განხილვა დაიწყეს

დიდი ხანია, რაც ტურინულ გრანდს თავდამსხმელის პრობლემა აწუხებს. 2012 წლის ზაფხულის შემდეგ “ბებერი ქალბატონი” ცდილობს გაიფორმოს არგენტინელი გონსალო იგუაინი, რომელმაც “ლა ლიგის” ამჟამინდელ გათამაშებაში 13 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა, ხოლო “ჩემპიონთა ლიგის” გათამაშებაში 9 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი გააკეთა. მადრიდელები იგუაინს 30 მილიონად შეელევიან, მიუხედავათ იმისა, რომ მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონ ევროს შეადგენს Transfermarkt-ის მიხედვით. ტურინელები არ აპირებენ 30 მილიონი და “რეალ მადრიდს” 25 მილიონს სთავაზობენ. მადრიდელებმა იგუაინი არა სტაბილურობის გამო დააყენეს სატრანსფერო ბაზარზე, როცა მან “დორტმუნდთან” არა ერთი კარგი მომენტი გააფუჭა ეს მადრიდელთათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

წყარო: La Gazzetta Dello Sport

12 thoughts on ““რეალმა” და “იუვენტუსმა” იგუაინის ტრანსფერის განხილვა დაიწყეს

  1. ფუ მართლა ამათი ეს ვის ყიდულობენ იმენა გვაგოიმებს რეალი ამაში 25 მილიონს კი არა ლარს არ გადავიხდი

  2. იგუანია ცუდი კაით რა რეებს ამბობთ კაცს სასტარტოში რო არ ქონდა ადგილი და ზამენიდან შემოდიოდა ისე იტანდა სეზონში 24 გოლს :D რომელიღაც სეზონში 11 ში დაიწყო სასტარტოში და 25 გოლი დააგროვა . ტექნიკაც არ დაეწუნება უბრალოდ წელს არც ისე შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა ეს და იბრა 2ივე მოვა მგონი + ლორენტე და კაი გუნდია :forza:

  3. ყველაზე რეალური იგუაინია, რეალიდან მიდის და არ მგონია იუვეზე უკეთესმა გუნდმა იყიდოს და თან სასტავის გარანტია მიცენ, კლუბები თუ შეთანხმდნენ ეს უეჭველი წამოვა
    იგუაინი – ჯოვინკო კაი იქნება

  4. კონტე არ მისცემს მაროტას დაბროს ამის ყიდვაზე… კონტე წყვეტს ტრანსფერს და ასრულებს მაროტა!

  5. რა იგუაინი, რეალი კაის არ გაყიდის!
    ამას სჯობს ბენზემა… ფრანგები იუვეში კარგად თამაშობენ…

    სისულელეა, გაყიდონ ზედმეტები და მაგ 25 მილიონს დაამატონ ფული და მოიყვანონ სუარესი ან ზლატანი… ან ორივე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.