ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გომესის გადმოსვლის შანსები იზრდება

საფეხბურთო საიტმა Transfermarkt-მა, რომელიც ტრანსფერებზე, მოთამაშეების სეზონებზე და მათს ფასებზე მუშაობს შემოგვთავაზა სტატია, რომლის მიხედვითაც მარიო გომესის გადმოსვლის შანსები საგრძნობლად გაიზარდა. მარიო გომესი გერმანიის “ბუნდესლიგაში” საუკეთესო ფორვარდი იყო, მანამ სანამ ის ძირითადი შემადგენლობიდან მარიო მანჯუკიჩმა არ ამოაგდო, ახლა კი მარიო უკმაყოფილოა სათამაშო დროით, მან “ბუნდესლიგაში” 884 წუთი დაჰყო მწვანე მინდორზე და 12-ჯერ შეცვლაზე შევიდა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა 1723 წუთი ითამაშა და ოდნავ აჯობა მარიო გომესს “ბუნდესლიგაში”, მარიო გომესი ძირითადად 70-75-ე წუთებზე შედის, მიუხედავად ამისა მან 21 მატჩში 11 გოლის გატანა მაინც შეძლო და 2-ჯერ საკუთარ გუნდელს გაატანინა. მარიო გომესის წასვლის შანსი გაიზარდა იმით, რომ ამ ზაფხულს სავარაუდოდ “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიას” ტოპ-ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის გაიფორმებს, სწორედ ეს მოთამაშე ახლა ფორმის პიკშია. ტურინელები აპირებენ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ და ისინი სულ მალე ოფიციალურად მიმართავენ “ბაიერნს”.

წყარო : Transfermarkt

12 thoughts on “გომესის გადმოსვლის შანსები იზრდება

  1. ცენტრფორვარდი გვყავს უკვე ლორენტე და ზამენაზე იმობილე მიუჯინონ და მორჩა!!! დალშე ჯოვინკო გვყავს და ტევესი დავიმატოთ…
    ზამენაზე კი ბონავენტურა-დიამანტი მივუჯინოთ და ეგაა… ასევე გვყავს პეპე!!!

    რობენი გვინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

    პოლი არ დაკარგოს მაროტაააააააააააააააააააააააააააააააამ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.