ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩენოდა ”

ლეონარდო ბონუჩი ფრიად დამწუხრებულია საკუთარი გუნდის წარუმატებლობით კონფედერაციის თასის ნახევარფინალში , სადაც სკუადრა აძურამ მარცხი ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან განიცადა : ” იმედგაცრუებული ვარ . გვსურდა ფინალში ბრაზილიელებს შევხვედროდით , მაგრამ პენალტების სერია ხომ ლატარეაა და მეტი არაფერი . აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ თამაშის ხარისხის პროგრესირება . დღეისათვის ჩვენი სურვილი ნათელია , მომავალ მუნდიალზე გვსურს მთავარი მოქმედი პირები ვიყავოთ . ესპანელებთან საკმაოდ ძლიერი იტალიის ნაკრები იხილა საზოგადოებამ , ისეთის რომელმაც ბრძოლა გაუჩაღა და რეალურად შეეძლო მოქმედი ჩემპიონები დაემარცხებინა პენალტების სერიამდე ” .

წყარო : Football Italia

6 thoughts on “ბონუჩი : ” გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩენოდა ”

  1. არადა პენალტებსაც რა კარგად ასრულებდნენ… არაუშავს ბონუჩ ამან უნდა გაგაძლიეროს! ისე პირლოს აქვს ეგეთი პენალი გამაზული საკონტინენტთაშორისო მატჩში ბოკასთან – მეკარემ ხელში დაიჭირა.

    1. აი არ გეთანხმები ეხლა პირლოს და კანდრევას აქვთ ნერვები ეგეთი პენალტები რომ დაარტყეეს :D განსაკუთრებით პირლოს სუ ეგეთს რო ურტყავს არ ეშინია რო კიპერი მიხვდება :juvee: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.