ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” და “რომა” ბიაბიანისთვის იბრძვიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონათან ბიაბიანის ტრანსფერში ერთმანეთს დედაქალაქური “რომა” და ტურინის “იუვენტუსი” ეცილებიან. “ინტერსა” და ‘სამპდორიაში” გატარებული არც ისე შთამბეჭდავი სეზონების შემდეგ ფრანგმა ვინგერმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა “პარმას” მაისურში და რამდენიმე კლუბის ყურადღებაც დაიმსახურა. რობერტო დონადონიმ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ბიაბიანისთან განშორებას არ აპირებს, თუმცა, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 მილიონიანი წინადადება მისი დაყოლიებისათვის საკმარისი იქნება.

წყარო: football italia

4 thoughts on ““იუვენტუსი” და “რომა” ბიაბიანისთვის იბრძვიან

  1. ხო ვამბობ რა, მაროტას გენიალურობიდან გამომდინარე, ბიაბიანი იქნება სიურპრიზი თქო, ვახ ვის ხელში ვართ…

  2. რაიოლას სურს რომ იბრა იუვენტუსში გადავიდეს

    შეუძლებელი ლეოპარდმა მოიშოროს თავისი ლაქები. არასოდეს თქვა არასოდეს, განსაკუთრებით მაშინ თუ კი შენი აგენტი მინო რაიოლაა. მისთვის შეუძლებელი არაფერია, მას ახასიათებს სატრანსერო სენსაციები, რომელიც ყველაზე ხშირად მისი მთავარ კლიენტს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკავშირდება. შვედმა უკვე განუცხადა თავის აგენტს რომ მას სურს დატოვოს პარიზი, ერთი პერიოდი, ზლატანს “რეალთან” აკავშირებდენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელია. ამის ფონზე იტალიელი აგენტი ცდილობს საკუთარი კლიენტი “იუვენტისს” შესთავაზოს, ეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება რადგან ტურინელებმა უკვე შეიძინეს ტევესი და ლორენტე, თუმცა მაშინ როცა საქმეს რაიოლა უძღვება შეუძლებელი არაფერია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.