ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

Tuttosport – ის დღევანდელ ნომერში , საკმაოდ ბევრი დაიწერა ფაბიო კუალიარელასა და ალესანდრო მატრის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე . პირველზე პრეტენზია ნორვიჩს , რეალ სოსიედადს და ვალენსიას აქვს . რაც შეეხება ალესანდრო მატრის , მისით ნაპოლ , ვესტ ჰემი , ზენიტი , ევერტონი და ლივერპული ინტერესდებიან . იმისათვის , რომ ტურინელებმა განახორციელონ მორიგი სატრანსფერო სვლები , მატრის და კუალიარელას გასხვისება აუცილებელია . რამდენიმე საათის წინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია , რომლის თანახმადაც ნორვიჩი აქტიურ მოქმედებებზე გადადის და ახალ წინადადებას ამზადებს ჯუზეპე მაროტასთვის 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ .

La Gazzetta Dello Sport – ის ექსპერტმა კარლო ლაუდისამ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა . მას თუ ვენდობით , ალესანდრო მატრი და ფაბიო კუალიარელა 100 % – ით დატოვებენ კლუბს . ამ წამისთვის მაროტა მოლაპარაკებებს იბარბოსთან ბიაბიანისთან აწარმოებს და ერთ ერთი მათგანი ” იუვენტუსში ” აუცილებლად გადავა .

გრძელდება ასევე ცუნიგას ტრანსფერზეც მუშაობა , მიუხედავად იმისა , რომ ნეაპოლიტანელები კატეგიროიულად უარყოფენ მის შესაძლო გასხვისებას იტალიის 31 გზის ჩემპიონთა რიგებში .

იგივე ლაუდისეს მტკიცებით მაროტა და პარატიჩი ეცდებიან სევილიელი ნახევარმცველის ჯეფრი კონდოგბიას ხელში ჩაგდებას . ასეთ შემთხვევაში კი კონტეს კლუბს ლუკა მარონე დატოვებს .

 

წყარო : Calcionews24, Tuttojuve

4 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება

  1. საღამო მშვიდობისა იუვენტინებო დღეს უგებთ ინტერს რა მნიშვნელობა აქ ამხანაგურია თუ გასართობი ეს ხომ ინტერია , ვაპობთ შუაზე :achuu: :achuu: :achuu: :forza: :forza:

  2. —————————ბუფონი————————

    ლიხშტაინერი———–ბარძალი—-ბონუჩი———-კიელინი

    ———————პოგბა——–პირლო—————-

    ————იბარბო——–ვიდალი——-მარკიზიო———

    ————————–ვუჩინიჩი———————

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.