ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ალესანდრო მატრის “მილანში” ტრანსფერის შემდეგ უახლოეს დღეებში ტურინს სავარაუდოდ ფაბიო კვალიარელა დატოვებს.იტალიელი ფორვარდის მიმართ ინტერესს “ვესტ ჰემი” იჩენს და დიდი შანსია, ბიანკონერები ბრიტანელების 10 მილიონიან წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდნენ.რაც შეეხება მატრი-კვალიარელას შემცვლელს, ჯუზეპე მაროტა მთავარი მიზანს “კალიარის” კოლუმბიელი ლეგიონერი, ვიქტორ იბარბო წარმოადგენს, რომლის გუნდში ხილვის დიდი მსურველი ანტონიო კონტეა.ბოლო დღეებია იტალიური პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “იუვენტუსის” რიგებს სულ მალე ლუკა მარონე დატოვებს.22 წლის იტალიელი ნახევარმცველის უფლებათა პაკეტის 50 პროცენტის შეძენა “სასოულოს” სურს, რომელიც სერია A – ში სულ ახლახანს დაწინაურდა.მარონეს აბარგების შემთხვევაში მაროტა/პარატიჩის დუეტი პედრო ობიანგის დამატებას შეეცდება, ესპანელი ნახევარმცველი ამჟამად “სამპდორიას” რიგებში ირიცხება.

წყარო : Tuttojuve

 

12 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. ნანი და კოლაროვი გვინდა და გუნდი დაკომპლექტებულია- რეალსაც დავიფრენთ და გალასაც
    მარად და ყველგან ფორცა იუვე :juvee: :juvee:

  2. ნანის ამბავი ტყუილი აღმოჩნდა როგორც ჩანს მასეც ვფიქრობდი გაიყარონ იბარბო უკან ვის რა ჯანდაბად უნდა ობიანგი ბაზარი არაა ველურია მარა მარონეს თუ არ ათამაშებენ ფაქტია ისიც ღრმა ზამენაზე მოყავთ და რა ტყვილა ტანჯავენ ეხლა იმასაც და თუ თამაშს უპირებენ მარონე ათამაშონ დაკარგავენ კიდევ უაზროდ მარონეს ამასაც ამოხდიან სულს ამ მაწანწალობაში და დამიწყებს მერე აქ ზოგიერთი მაროტას გენიალურობაზე ლაპარაკს ან საერთოდ გუნდის ხელმძღვანელობაზე ტფუი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.