ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” პოგბა და ვიდალი ტურინში რჩებიან ”

” მადრიდში უშუალოდ მსაჯის მხრიდან დაშვებული შეცდომების გამო დავმარცხდით . შესაძლოა ეკონომიკური კუთხით ჩამოვრჩებით ესპანელებს , თუმცა უშუალოდ მინდორზე ჩვენ თანაბარ ძალას წარმოვადგენთ . რაც შეეხება სამსაჯო კორპუს , ასეთი სახის საქციელი რაც მალე ამოიძირკვება მით უკეთესი , რადგან ამას რეალურად შეუძლია ცუდი ზემოქმედების მოხდენა კლუბებზე … გინდაც სპორტული გინდაც ფინანსურით კუთხით . ფედერაციების და სამსაჯო ასოციაციის წარმომადგენლებმა ასევე ნეგატიური გამოხმაურება გააკეთეს მადრიდში დაფიქსირებული ინციდენტის გამო . იმედი მაქვს პიერლუიჯი კოლინა შესაბამის დონეზე მოეკიდება ამ საქმეს და საჭირო პოლიტიკას გაატარებს მსგავსი პრობლემური სიტუაციის აღმოსაფხვრელად ” …

ჯუზეპე მაროტა ასევე არტურო ვიდალისა და პოლ პოგბას კონტრაქტებსაც შეეხო …

” პირველთან უკვე მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას და დღეისათვის მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში ვიმყოფებით . საჭირო დროს ჩვენ გავახმაურებთ კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას . ჩილელს სურს ჩვენთან დარჩენა და ახალი მიზნების მიღწევა შავ თეთრი მაისურით . უახლოეს კვირაში კი გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს პოლ პოგბასთან . ფრანგი ფაქტიურად შეუცვლელი ფიგურა ხდება . თავდაპირველი კონტრაქტი ფრთხილი იყო , რადგან რეალურად ფეხბურთელი პრესპექტიულის სტატუსით სარგებლობდა , ეხლა კი ის უკვე ჩამოყალიბებული ფიგურაა ” .

ერთი სიტყვით ვიდალთან და პოგბასთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება გარდაუვალია და აი კონტესთან  ” საკმარისია ხელის ჩამორთმევა , რადგან არცერთი ჭკუათმყოფელი არ გაბედავს და გამარჯვებულ მწვრთნელს გუნდიდან არ გაუშვებს . თავად ანტონიო დისკომფორტს განიცდის უაზრო ჭორების გამო , რომელსაც დესტაბილიზაციის შეტანა სურს მის გუნდში , რომელიც საპირისპიროდ – ერთიანი მექანიზმია ” .

დასასრულს ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ადრიან მუტუს საკითხზე და კერძოდ ” ფიფას ” გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი . შეგახსენებთ , რომ ” იუვენტუსს ” 21 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს რუმინელი ფორვარდის უსასყიდლოდ გაფორმებისთვის , რომელსაც ” ჩელსისთან ” ჰქონდა იმ პერიოდში შეთანხმება …

” დავა მოთამაშესა და კლუბს შორის მიმდინარეობდა , ხოლო ” იუვენტუსი ” უშუალოდ გადაწყვეტილების გამოტანისას ფიგურირებდა . სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს მეშვეობით შევეცდებით , რადგან თავი უდანაშაულოდ მიგვაჩნია ”  .

” მზად ვართ აპელაციისთვის . გაკვირვებულნი დავრჩით ასეთი უსამართლო ვერდიქტით , მაგრამ მშვენიერი შანსები გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად . ორი გზა გვაქვს : სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო და შვეიცარიის ფედერაციული სასამართლო ”  – დაასრულა დირექტორმა ალდო მაციამ  .

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

4 thoughts on “მაროტა : ” პოგბა და ვიდალი ტურინში რჩებიან ”

  1. ზან აკი თუ მასეა კონტე პოგბა და ვიდალი რაც შეიძლება დითხანს უნდა დარჩნენ. კაი იქნებდა სატრანსფერო ფანჯარაზეც გელაპარაკა :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.