ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” მზად ვარ მოახლოებული დაპირისპირებებისთვის ”

” პარმაზე ” გამარჯვების შემდგომ , Sky Sport HD – მ ფაბიო კუალიარელასთან ჩაწერა მცირე ინტერვიუ …

მართალია ამ შეხვედრაში გოლი არ გაგიტანია , თუმცა ზუსტად შენს დარტყმულს მოჰყვა პოგბას სამ ქულიანი სვლა …

” საბედნიეროდ იგი არ გამოეთიშა სიტუაციას და ბოლომდე შეინარჩუნა კონცენტრირება . რთული მატჩი გამოდგა , ჩვენთვის რთულ მინდორზე , მაგრამ დარტყმა რეალურად კარგი გამოვიდა . წინასწარვე ვიცოდით , რომ მძიმე შეხვედრა გვიწევდა და ამიტომ ამ სამ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ” .

რამდენად მნიშვნელოვანი იყო აქ , არცთუ ისე მრისხანე მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება ?

” როგორც კონტემ განაცხადა პრესს კონფერენციაზე , ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი კლუბი წარსდგა , რომელიც შარშანდელ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო მეტად დაკომპლექტდა და მოძლიერდა . მათ ძალუძთ ნებისმიერი მეტოქისთვის თავისტკივილის გაჩენა . ჩვენთვის ეს იყო მძიმე გამოცდა , რომელიც წარმატებით გადავლახეთ ” .

როგორ გრძნობთ თავს ტრავმის შემდგომ ? მზად ხართ ” რეალთან ” და ” ნაპოლისთან ” მოახლოებული დაპირისპირებისთვის ?

” რა თქმა უნდა მზად ვარ . დაველოდები თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავარი მწვრთნელი ” .

 

წყარო : Tuttosport

11 thoughts on “კუალიარელა : ” მზად ვარ მოახლოებული დაპირისპირებებისთვის ”

  1. რეალთან ა ვიცი და რომას ვერ მოგებამ გამახა… 3 ქულამდე დავიდა სხვაობა და ეხლა ტურინში ნაპოლთან უეჭველი 3 ქულა გვინდა, რომ რომას ერთპიროვნული კონკურენტი გავხდეთ :forza:

  2. ყოჩაღ ტორინოოოოოოოოოოო.
    ისევ ტურინი რა, როგორც იქნა შეაწყვეტინეს რომას მოგებათა სერია, აწი გატყდება რომა, აქამდე ეს რეკორდული სერია აძლევდა ძალას და სტიმულს.
    მეორე თამაშს წააგებს ტურინში, რათქმა უნდა იუვესთან.

  3. ______________________________ბუფონი_________________________

    კასერესი_____________ბარძალი___________ბონუჩი___________ოგბონა

    ____________________ვიდალი____პირლო____პოგბა________________

    _____________ტევესი__________ლორენტე_________მარკიზიო________

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.