ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” კონტე ბრწყინვალე ფსიქოლოგია ”

Tuttosport – თან საუბარში ჯორჯო კიელინიმ ანტონიო კონტეზე ისაუბრა : ” ვფიქრობ გუნდისთვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ყველაზე რთული ასპექტია მწვრთნელისთვის , მაგრამ ამ მხრივ ანტონიო გაუმეორებელია . მას შედეგი კონკრეტული პირობებით გამოაქვს : სიტუაცია , საჭიროება და ადამინურობა . ვიღაცისთვის რომ აზრის მიტანა დაჭირდეს , ლაპარაკი არ არის აუცილებელი . ზოგჯერ ერთი გამოხედვითაც მიხვდები ყველაფერს . არ მეგონა რომ ასე სწრაფად შესძლებდა გუნდის ჭაობიდან ამოყვანას . მძიმე პერიოდი მაქვს განვლილი ტურინში , თავისი მეშვიდე პოზიციებით და კალჩიოპოლებით , თუმცა პირველი მათგანი უფრო საშინელი იყო . მაგრამ დაბრუნდე , მოიპოვო სკუდეტო და თან ისე რომ ერთი მატჩი არ დათმო , უნიკალურია ! დღეისათვის დავალება კიდევ უფრო რთულია , გვაქვს შანსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად მოვიპოვოთ სკუდეტო ზედიზედ მესამედ ” .

” კონტეს აქ ყოფნის პერიოდს რომ გადავავლოთ თვალი , ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თუ გვსურს უფრო მეტის მიღწევა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ ” .

” დაცვა ? როდესაც გუნდი წესრიგშია , უკანა ხაზი ბეტონის კედელს მაგონებს და ამიტომ არ ღირს კრიტიკის ქარცეცხლში ჩვენი გატარება . ვფიქრობ სეზონის პირველ ეტაპზე , გუნდი მოდუნებული იყო და შედეგად რამდენიმე შეცდომამ ასევე რამდენიმე დაუმსახურებელი ბურთი გამოიწვია ჩვენს კარში . რაც არ უნდა იყოს , გამაოგნებელი კოშმარის შემდეგ რომელიც ფლორენციაში დაფიქსირდა , კარგი სერია მოვაწყეთ ” .

წყარო : Football-Italia

4 thoughts on “კიელინი : ” კონტე ბრწყინვალე ფსიქოლოგია ”

  1. რანოკიას და ოგბონას მცველობა მმმ მეე )) ვერ ექანება ეს ოგბონა რაში გადაუხადეს 14 მილიონი ტორინოს )) მცველები აგარ ყავს იტალიას ისეთი როგორიც ადრე ყავდა )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.