ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” გუნდმა არ უნდა იგრძნოს ლიდერების დანაკლისი ”

ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით მისი კლუბი შესძლებს ორი წამყვანი მცველის ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის გარეშე , სათანადო დონეზე ასპარეზობას კიევოს წინააღმდეგ : ” როდესაც შეხვედრას სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ასეთი ლიდერები აკლდებიან , გუნდი კიდევ უფრო ერთიანი ხდება და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს . როგორც ყოველთვის ვამბობდი , უნდა შევუტიოთ და დავიცვათ თავი მთელი გუნდით . არსებობს ეპიზოდები , როდესაც გუნდი საკუთარ სახეს იბრუნებს გაშვებულებული ბურთების შემდგომ . ერთი ორი წარუმატებელი მატჩის შემდგომ , გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემები ისადგურებს , მაგრამ საკმარისია ორი სამი შედეგიანი დაპირისპირება და ყველაფერი რიგზეა . ინტენსიური გრაფიკი ? მზად ვართ ყოველ მესამე დღეს მოედანზე გამოსასვლელად . გასული კვირა პროდუქტიულად გამოვიყენეთ და ამ მხრივ რაიმე დისკომფორტს ნამდვილად არ განვიცდით . ოსვალდო ? უდიდესი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა . იგი საკმაოდ ხშირად საუბრობს ფიზ მომზადების მწვთნელებთან საკუთარ კონდიციებზე . პაბლოს კარგად ესმის იმ პრესპექტივების შესახებ , რაც მას აქ ელოდება და თან გავითვალისწინოთ , რომ მუნდიალი სულ მალე დაიწყება ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

2 thoughts on “ბუფონი : ” გუნდმა არ უნდა იგრძნოს ლიდერების დანაკლისი ”

  1. ბუფონი ყველაზე უკეთესად გრძნობს რო გუნდში მთავარი პოზიცია დააცვაა და ამ დაცვის წამყვანი მოთამაშეები გუნდის მთავარი ლიდერებიც არიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.