ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გატუზო: ” “იუვე”? როგორც ფეხბურთელი – არასდროს, როგორც მწვრთნელი – შეიძლება”

” მილანის” ლეგენდა, რინო გატუზო მზადაა შესაბამისი წინადადების არსებობის შემთხვევაში, “როსონერის” პრინციპული მეტოქეების “ინტერისა” და “იუვენტუსის” გაწვრთნასაც დათანხმდეს. 36 წლის იტალიელი აქამდე შვეიცარიულ “სიონსა” და “პალერმოსაც” ედგა სათავეში, სანამ არასახარბიელო შედეგის გამო მაურისიო ძამპარინი მისი განთავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებდა: ” მე ყოველთვის “მილანისტა” ვიქნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდების წინადადებებს სერიოზულად არ განვიხილავ. როგორც ფეხბურთელი, “იუვენტუსსა” და “ინტერში” თამაშს არასოდეს დავთანხმდებოდი, მაგრამ როგორც მწვრთნელი და პროფესიონალი, მზად ვარ, მათი წინადადებებიც მოვისმინო. ” -აცხადებს გატუზო La Gazzetta Dello Sport -თან საუბარში.

წყარო: football italia

8 thoughts on “გატუზო: ” “იუვე”? როგორც ფეხბურთელი – არასდროს, როგორც მწვრთნელი – შეიძლება”

  1. და არავინ იცის ცუდი მწვრთნელი იქნება მომავალში ჯერ აქვს დრო და დაამტკიცო ღირსია თუ არა მოვიდეს იუვეში.

  2. გავკარი იმ იუვეს შენ რომ მოგიწვევს მწვრთნელად… როგორც ფეხბურთელი კი ნამდვილად ჟილკიანი იყავი და მებრძოლი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.